Thumbnail

'დუელში გადამწყვეტი ეს აღმოჩნდა' - შენგელიამ 19 ქულა ჩააგდო, ბასკონიამ მოიგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ცრვენა ზვეზდა 64:72 ბასკონია
  • თორნიკე შენგელია: 19 ქულა და 8 მოხსნა

თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ევროლიგაზე ბელგრადში ცრვენა ზვეზდა 72:64 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში ქართველი კაპიტნის წვლილი დიდი იყო. მან ფაქტობრივად,  შეუცვლელად ითამაშა, 38 წუთში 19 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. თოკომ 4-დან 3 სამქულიანი და 11-დან 5 ორქულიანი ჩააგდო. მეტ ჯენინგმა 21 წუთში ქულა ვერ მოუტანა გუნდს (1 მოხსნა, 1 პასი).

თორნიკე შენგელია (ბასკონია): "არ ვიტყვი, რომ ყველაფერი მესამე მეოთხედმა გადაწყვიტა. სანამ საბოლოო სირენას არ გაიგონებ, უნდა იბრძოლო, მით უფრო, როცა სტუმრად თამაშობ ცრვენა ზვეზდას ნაირ გუნდებთან. 10-12 ქულით ვიგებდით, მაგრამ არ ვიყავით დარწმუნებული, რომ გავიმარჯვებდით. დაცვაში კარგად ვითამაშეთ, მოხსნებზეც ვივარგეთ და ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი. ვიცოდით, რომ მეტოქე კარგ ფორმაში იყო. ახლა ასე თამაში უნდა გავაგრძელოთ სხვა მატჩებშიც". 

22 ქულით მატჩის ბომბარდირი შენგელიას თანაგუნდელი სტაუსკასი გახდა. ბასკონიას ევროლიგაზე 6 მოგება, 7 წაგება აქვს და მე-9 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს 17 დეკემბერს ვალენსიასთან სტუმრად გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები