Thumbnail
  • გიორგი შერმადინი ანდორასთან მატჩის წინ
  • ქართველმა ლეგიონერმა 2 სეზონი ანდორაში გაატარა

14 დეკემბერს ACB ლიგის მე-13 ტურში გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფე მორა ბანკ ანდორას ესტუმრება. ჩემპიონატის MVP-ობის ერთ-ერთი კანდიდატი ქართველი ანდორას ყოფილი მოთამაშეა. მან ანდორასთან მომავალ დაპირისპირებაზე ტენერიფეს ოფიციალურ საიტზე ისაუბრა:

გიორგი შერმადინი: "ამ თამაშში ძალზე მნიშვნელოვანია, კარგი დაცვის თამაში. ანდორა ძლიერი მეტოქეა, რომელსაც კარგი კალათბურთელები ჰყავს და დარწმუნებული იყავით, თამაშისთვისაც 100 პროცენტით მზად იქნება.

დიახ, ეს ჩემთვის სპეციალური თამაშია, მე დიდად ვაფასებ მათ, თუმცა შევეცდები, ნორმალურად ვითამაშო. ანდორაში ჩემ ახალ გუნდთან ერთად ჩავალ მოსაგებად. 2 წელი ამ გუნდში ვითამაშე და კარგად ვიცი, რა რთულია იქ თამაში მეტოქეთათვის". 

შეგახსენებთ, რომ ტენერიფე 7-5 ბალანსით ესპანეთის ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა, ხოლო ანდორა იმავე ბალანსით ცხრილში მეოთხეა.   

სხვათა შორის, თებერვალში შერმადინს საკონტინენტთაშორისო თასზე თამაშის შანსი მიეცემა, რადგან ევროპიდან სწორედ ტენერიფე და ბოლონია არიან მიწვეულები. ტურნირი კანარის კუნძულებზე გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები