Thumbnail

ბოლქვაძე 1/4-ფინალში დამარცხდა – მარიამმა 2019 წელი დაასრულა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ჩოგბურთელი დუბაის ტურნირს გამოეთიშა
  • მარიამ ბოლქვაძე WTA-ს რეიტინგში 155-ე ადგილზე იმყოფება

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარი) ნაადრევად გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძემ ერთეულთა ბადეში ასპარეზობა მერვედფინალში დაასრულა, წყვილებში კი მეოთხედფინალამდე მისვლა შესძლო.

დღეს, მარიამი და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ემილი ვებლი-სმითი რუსებს – ალიონა ფომინასა და ვალენტინა ივახნენკოს გაეჯიბრნენ და 2:6, 2:6 წააგეს.

ამგვარად, ბოლქვაძემ 2019 წელს თამაში დაასრულა, რადგანაც მომავალ კვირას დაგეგმილი ტურნირების (ინდოეთში, ტუნისსა და თურქეთში) განაცხადებში მისი გვარი არ ფიგურირებს.

შეგახსენებთ, რომ ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) მიმდინარე რეიტინგში მარიამს 388 ქულით 155-ე ადგილი უკავია.

კომენტარები

ბოლო ამბები