Thumbnail

ეფექტური ბეჟანიშვილი - ილინოისმა NCAA-ში ფავორიტთან სენსაციურად გაიმარჯვა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ილინოისი 71:62 მიჩიგანი
  • გიორგი ბეჟანიშვილის 12 ქულა და 8 მოხსნა
ბეჟანიშვილისა და კოკბერნის დუეტი ბრწყინვალედ თამაშობდა

გიორგი ბეჟანიშვილის ილინოის ფაითინგ ილინიმ NCAA-ს მორიგ მატჩში რეიტინგის მე-5 ნომერი მიჩიგან ვოლვერინსი 71:62 დაამარცხა. ილინოისელებს 7-3 ბალანსი აქვთ. ქართველმა ფორვარდმა 35 წუთში 12 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

მეორე ტაიმის მნიშვნელოვან მომენტებში გიორგიმ ბრწყინვალედ ითამაშა, ჯერ მეტოქეს დაუფარა, შემდეგ ცალი ხელით ეფექტური შესვლის მერე ჩატენა და ბოლოს მნიშვნელოვანი მოხსნა მოიპოვა მეტოქის ფარზე. როცა, გიორგიმ ჩატენა, მან ილინოისის 10-ქულიანი უპირატესობა აღადგინა ფავორიტთან მატჩში. 

📺 ბეჟანიშვილის ეფექტური ჩატენვა

გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესოები კოფი კოკბერნი (19 ქულა, 10 მოხსნა) და აიო დოსუნმუ (14 ქულა, 8 მოხსნა) იყვნენ. 

2013 წლის მერე პირველად, ილინოისმა TOP 5 რეიტინგის გუნდს მოუყგო. 14 დეკემბერს ილინოისი ოლდ დომინიონს უმასპინძლებს. 

📺 მატჩის ჰაილაითები

კომენტარები

ბოლო ამბები