Thumbnail
  • იუნაიტედმა ლევერკუზენს მომხიბვლელი წინადადებით მიმართა
  • კაი ჰავერტცის გადაბირება ლივერპულსა და ბარსელონასაც სურთ

ინგლისური მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა 90 მილიონი ევრო გადაიხადოს კაი ჰავერტცის სანაცვლოდ, რომელიც ამჟამად ლევერკუზენი ბაიერის ღირსებას იცავს.

DailyMail-ის ცნობით, 20 წლის გერმანელი ნახევარმცველის საკუთარ რიგებში ხილვა ლივერპულსა და ბარსელონასაც სურთ, თუმცა, ფავორიტი სწორედ მანჩესტერული კლუბია.

იუნაიტედში დაწრმუნებულნი არიან, რომ ლევერკუზენელებს მათ მიერ შეთავაზებულ სოლიდურ თანხაზე უარის თქმა გაუჭირდებათ.

ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კიდევ 2 ფეხბურთელის შეძენა სურს. ესენი ტოტენჰემელი კრისტიან ერიკსენი და ლესტერელი ჯეიმს მედისონი არიან.

ჰავერტცი ბაიერის წევრი 2016 წლიდან გახლავთ, მიმდინარე სეზონში კი, გერმანიის ბუნდესლიგაში 11 მატჩი აქვს ჩატარებული.

კაის გერმანიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ეროვნული გუნდის მაისურით კი უკვე 7 მატჩი აქვს გამართული.

კომენტარები

ბოლო ამბები