Thumbnail

ვესტბრუკის სუპერ-ბაზერბითერი - რასელმა ოკლაჰომას ბოლო წამზე მოაგებინა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ოკლაჰომამ საკრამენტო ბოლო წამზე დაამარცხა.
  • რასელ ვესტბრუკის ბრწყინვალე ბაზერბითერი და მე-18 სამმაგი დუბლი.

რასელ ვესტბრუკმა ოკლაჰომას უკანასკნელ წამზე, შესანიშავი “ბაზერბითერით” მოაგებინა! საფინალო სირენამდე მხოლოდ 1 წამი იყო დარჩენილი, როცა MVP-მ 3-ქულიანი ჩააგდო და ოკლაჰომამ საკრამენტო 110:107 დაამარცხა.

სტუმრებმა თამაში გრანდიოზულად დაიწყეს და პირველ მეოთხედში ჩაგდებული 44 ქულით სეზონის ახალი რეკორდი დაამყარეს. ბილი დონოვანის გუნდი შუალედში 23 ქულითაც ლიდერობდა, მაგრამ მერე აიჭრა და მატჩის დასრულებამდე ოთხნახევარი წუთით ადრე 102:105-ს აგებდა!

თუმცა მერე იყო 8:2 გაქცევა და რასელ ვესტბრუკის ბრწყინვალე “ბაზერბითერი” უკანასკნელ წამზე, რომელმაც ოკლაჰომას თამაში მაინც მოაგებინა!

ვესტბრუკმა 17 ქულით, 15 მოხსნით და 11 პასით მიმდინარე სეზონში მე-18 სამმაგი დუბლი შეასრულა!

34 მოგებითა და 26 მარცხით ოკლაჰომა დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. საკრამენტო (18-40) დასავლეთში ბოლოდან მესამე პოზიციაზე იმყოფება და პლეი ოფში მოხვედრის შანსი თითქმის აღარ აქვს.

► 44 ქულა - სტეფ კარიმ კლიპერსთან იფრინა! ზაზა ფაჩულიას 6 ქულა

► ლებრონი ისევ მარტოა? ახალი კლივლენდი ვაშინგტონთან დამარცხდა

კომენტარები

ბოლო ამბები