Thumbnail

მარგველაშვილის ბრინჯაო მასტერსზე – ქართველმა ძიუდოისტმა 40 წამში მოიგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ვაჟა მარგველაშვილმა შარშანდელ ევროპის ჩემპიონს აჯობა
  • ხვალ ტატამიზე ტატო გრიგალაშვილი გავა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.) საკუთარ აქტივს კიდევ ერთი მედალი შემატა. ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაო მოიპოვა მასტერსის პრესტიჟულ გათამაშებაში, რომელსაც ჩინეთის ქალაქი ცინდაო მასპინძლობს.

მარგველაშვილმა, რომელიც 2016 წლის ევროპის ჩემპიონი და 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახლავთ, გადამწყვეტი გამარჯვება სლოვენიელ ადრიან გომბოცთან მოიპოვა.

ვაჟამ შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყო და ევროპის შარშანდელი ჩემპიონი ორმოციოდ წამში ვაზარიზე 2-ჯერ დააგდო.

ვაჟა მარგველაშვილის საუკეთესო მომენტები ცინდაოს მასტერსზე

ვაჟა მარგველაშვილის საუკეთესო მომენტები ცინდაოს მასტერსზე ქართველი ძიუდოისტი ამ ტურნირისთვის ძალიან კარგად იყო მომზადებული

Posted by We Love Judo on ხუთშაბათი, 12 დეკემბერი, 2019

შეგახსენებთ, რომ მარგველაშვილმა საწყის რაუნდებში კანადელი ჯეიკობ ვალუა და რუსი იაკუბ შმაილოვი დააიპონა, მეოთხედფინალში კი მონღოლ ხერლენ განბოლდთან ასევე იპონთან წააგო.

ვაჟამ რეპეშაჟში წლევანდელი მსოფლიოს პირველობის ვერცხლის მედალოსანს, სამხრეთკორეელ ლიმჰვან კიმს იპონით სძლია და სწორედ აღნიშნულ ტურნირზე მარცხისთვის რევანში აიღო.

ხვალ, ცინდაოს მასტერსზე ერთადერთ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ. 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი გერმანელ დომინიკ რესელს დაუპირისპირდება და თუკი იმარჯვა, ფრანგი ალფა ოუმარ ჯალოსა და უნგრელი ატილა უნგვარის შერკინების შედეგს დაელოდება.

60 კგ.
1. რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია)
2. ფრანსისკო გარიგოსი (ესპანეთი)
2. რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი)
3. შარაფუდი ლუტფილაევი (უზბეკეთი)

66 კგ.
1. მანუელ ლომბარდო (იტალია)
2. ხერლენ განბოლდი (მონღოლეთი)
3. ბასხუუ იონდონპერენლეი (მონღოლეთი)
3. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)   

კომენტარები

ბოლო ამბები