Thumbnail

აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა - პროექტის დასკვნითი საღამო

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი

11 დეკემბერს პროექტის “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” დასკვნითი საღამო გაიმართა. პროექტი “ახალგაზრდული მედიაკავშირის” ორგანიზებით და ევროპაბეთის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა. მის ფარგლებში ომის ვეტერანებმა, სამხედრო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცებმა, პარასპორტსმენებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა სხვადასხვა სახის აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.

დასკვით საღამოზე შეაჯამეს ყველა ის აქტივობა, რომელიც პროექტის ფარგლებში შესრულდა. დამსწრე საზოგადოებამ მოკლე ვიდეო კოლაჟის სახით იხილა ყველა ის ფაზა, რომელიც განხორციელდა. ღონისძიებაზე გაჟღერდა სამომავლო გეგმებიც. დასკვნით საღამოზე ორგანიზატორებმა გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რამდენიმე კომპანია დააჯილდოვეს, მათ შორის ევროპაბეთი.

ხატია გავაშელი (ახალგაზრდული მედიაკავშირის თავჯდომარე)
“2019 წელი ნაყოფიერი აღმოჩნდა. პროექტში 500-ზე მეტი შშმ პირი, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე და აფხაზეთიდან დევნილი ჩაერთო. მათ მონაწილეობა სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ აქტივობაში მიიღეს. შეიძლება ითქვას, რომ პროექტი ასეთი მასშტაბური და მრავალფეროვანი აქამდე არ ყოფილა. ეს სწორედ ახალიმხარდამჭერების დამსახურებაა. რაიონებში მცხოვრები შშმ პირები, რომლებიც უფრო მეტად საჭიროებენ საზოგადოებაში ინტეგრაციას, პროექტში წელს ჩაერთვნენ. ჩვენს პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან ერთად ვგეგმავთ პროექტს ახალი აქტივობები შევმატოთ. პარაველოსპორტის, ავტორბოლის, მთისეტლითხილამურის და წყლისეტლითხილამურის აქტივობები.”

თემურ დადიანი (კაპრალ-სპეციალისტი, ევროპის ჩემპიონი პარამკლავჭიდში)
“დღეს შემაჯამებელი საღამო გვქონდა იმ სასიამოვნო დღეების, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში გავიარეთ. სასიამოვნო იყო იმიტომ, რომ ჩვენი თავის რეალიზება მოვახდინეთ საზოგადოებაში. ყოველწიურად ვცდილობთ ჩვენგან კარგი მაგალითი მიიღონ და მივცეთ შშმ პირებს მოტივაცია გამოვიდნენ სახლებიდან და თავიანთი სიტყვა თქვან საზოგადოებაში. ეს პროექტი მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. პირველ რიგში ჩვენ ჩვენს თავში უნდა ვიპოვოთ ძალა, რომ საზოგადოებაში უფრო აქტიურები ვიყოთ. უნდა დავძლიოთ ის ბარიერი, რომელიც სახლიდან გასვლაში ხელს გვიშლის და დავენახოთ საზოგადოებას ისეთები, როგორებიც ვართ.  პროექტი დიდ საქმეს აკეთებს. ეს გართობის ერთგვარი სახეა, სადაც ერთმანეთს გამოცდილებებს ვუზიარებთ. ამ ორგანიზაციის და პროექტის დახმარებით ბევრმა იპოვა თავისი საქმე, რომელსაც პროფესიონალურ დონეზე აგრძელებს. პროექტში მონაწილეობას სამომავლოდაც ვაპირებ, ჩვენ გვემატება ზამთრის სახეობები, რომელიც აქამდე არ ყოფილა. ჩვენს ქყვეყანაში შშმ პირები ზამთრის სახეობებში ჩართული არ არიან.  გვსურ პირველი ნაბიჯები 2020 წელს გადავდგათ და პროექტს ზამთრის სახეობები დავუმატოთ. 

რევაზ გორგაძე (პროექტის ფარგლებში მშვილდოსნობის ჩემპიონი)
“ძალიან კარგი და აქტიური პროექტი იყო. ბევრ აქტივობაში მივიღე მონაწილეობა: პარაპლანით ფრენა, ჯომარდობა, პეინტბოლი, მშვლიდოსნობა და სხვა. პროექტმა მომცა შესაძლებლობა უფრო მეტ და ახალ აქტივობაში ჩავრთულიყავი. პროექტი მნიშვნელოვანია, მას შშმ პირები გარეთ გამოყავს რთავს აქტიურ ცხოვრებაში და აჩვენებს მათ, თუ რა შეუძლიათ.”

📸 აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა

📸 აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა

📸 აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა

📸 აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა

📸 აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა

📸 აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა

📸 აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა

📸 აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა

📸 აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა

📸 აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა

რამდენიმე დღის წინ ევროპაბეთმა ახალი პროექტის, „პასუხისმგებლიანი თამაში“ დაწყების შესახებ ამცნო საზოგადოებას. პროექტი სათამაშო ბიზნესის მიზნებისა და საზოგადოებრივი ინტერესების ჰარმონიაში მოყვანას ისახავს მიზნად. ახალი პროექტის შესახებ, კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა ლაშა გოგუამ და ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ნიჟარაძემ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. კომპანია ეტაპობრივად ამბობს უარს ყველა ისეთ კომუნიკაციაზე, რომლებიც სცილდება მიზნობრივ აუდიტორიას და შეუძლებელი ხდება მაყურებლის ასაკის კონტროლი.

წაიკითხე | ევროპული სტანდარტის თამაში - კონცეფცია, რომელიც ბევრს რამეს ცვლის

ღონისძიებას ორგანიზება “ახალგაზრდულმა მედიაკავშირმა” გაუწია და მას ქალაქ თბილისის მერიის, კომპანიების “ევროპაბეთის” და “სოკარის” მხარდაჭერით ანხორციელებდა. პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია, კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა და შშმ პირთა თანაუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება საზოგადოებაში.

კომენტარები

ბოლო ამბები