Thumbnail
  • გიორგი ცინცაძემა და მიხეილ ბერიშვილმა მოგებაში დიდი წვლილი შეიტანეს
  • ქართველი კალათბურთელების ალ შამალი ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია

ყატარულმა ალ შამალმა, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელები გიორგი ცინცაძე და მიხეილ ბერიშვილი იცავენ, ახალი სეზონის სასტარტო მატჩში დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა, ჩვენებურებმა კი ჯამში 39 ქულა ჩააგდეს.

ქართველი ლეგიონერების ალ შამალმა ალ ხორს დიდი ანგარიშით - 111:72 სძლია. ჩვენებურები სასტარტო ხუთეულში იყვნენ, მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) კი ცინცაძე გახდა, რომელმაც 34 წუთში 25 ქულა, 6 მოხსნა, 10 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

გიორგიმ 7-დან 6 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

შედეგად, ქართველი უკანახაზელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 35-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

الدوري القطري لكرة السلة - نتيجة المباراة

Posted by Qatar Basketball Federation on სამშაბათი, 10 დეკემბერი, 2019

ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა ბერიშვილმა. მან 35 წუთში 14 ქულა, 10 მოხსნა (3 შეტევაში), 6 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.

მიხეილმა 3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო მიითვალა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4-ჯერ დაჯარიმდა.

ალ შამალს მომდევნო მატჩი 14 დეკემბერს ელის, როდესაც ალ რაიანს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები