Thumbnail

ჰიუსტონში ყველა ფიქრობდა, რომ კლივლენდში იოლი გასეირნება ელოდათ, მაგრამ იმედები გაუცრუვდათ. როკეტსის გამარჯვება აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზე მყოფ გუნდთან დიდხანს იყო კითხვის ნიშნის ქვეშ და რომ არა ჯეიმს ჰარდენის გრანდიოზული თამაში, ჰიუსტონი კლივლენდში წააგებდა. ჰარდენმა 55 ქულა ჩააგდო და ამით არენის რეკორდი გაიმეორა, რომელიც კაირი ირვინგს ეკუთვნის.

ჰარდენისთვის ეს უკვე მე-4 თამაშია ამ სეზონში, რომელშიც იგი მინიმუმ 50 ქულას აგროვებს. ჯეიმსმა 18 სამქულიანიდან 10 ჩააგდო. ასევე ჰქონდა 8 პასი, 3 მოხსნა და 6 დაკარგვაც. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ბოლო მეოთხედში ჰარდენმა 20 ქულა ჩააგდო.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

“უბრალოდ, იმდენს ესვრის, რომ ვერაფერს დაუპირისპირებ,” - აღნიშნა მატჩის შემდეგ კავალიერსის ახალბედამ, კევინ პორტერ ჯუნიორმა. 

“ჯეიმს ჰარდენი დაუჯერებელ ფორმაშია. ასეთი რამ პირველად რომ ექნა, გაოცებული ვიქნებოდი, მაგრამ ის ასეთებს უკვე წლებია აკეთებს,” - ჰიუსტონის სუპერვარსკვლავი შეაქო როკეტსის მწვრთნელმა მაიკ დ’ანტონიმ.

წაიკითხეჯეიმს ჰარდენი კობის და ჯორდანის გზაზე - უნდა დავიჯეროთ!

ჰარდენის ასეთი თამაშის ფონზე, მინიმუმ კურიოზულია ის ფაქტი, რომ მესამე პერიოდში კლივლენდს 24:0 (!) გაქცევა ჰქონდა და 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. საფინალო სირენამდე 1:42 წუთით ადრე კავალიერსი ჯერ კიდევ 108:107-ს იგებდა, მაგრამ სამმა დაკარგვამ და ისევ და ისევ ჰარდენმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.

კლივლენდიდან Rookie პორტერ ჯუნიორმა კარიერის საუკეთესო შედეგი დადო - 24 ქულა და გუნდში ყველაზე პროდუქტიული გახლდათ.  კოლინ სექსტონმა 18 ქულა დააგროვა, კევინ ლავმა კი - 17 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

📺 ვიდეო: ჯეიმს ჰარდენის 55 ქულა კლივლენდთან

კომენტარები

ბოლო ამბები