Thumbnail
  • ინდიანა პეისერსი 122:117 ბოსტონ სელტიკსი
  • გოგა ბითაძეს სათამაშო დრო მინიმუმამდე შეუმცირდა

20 წლის ქართველ კალათბურთელ გოგა ბითაძეს NBA-ში სათამაშო დრო, ფაქტობრივად, აღარ ეძლევა. ინდიანა პეისერსის მიერ დრაფტზე მე-18 ნომრად არჩეულ ქართველ ცენტრს ლიგაში ცუდი სტარტი ნამდვილად არ ჰქონია, თუმცა, გუნდის მთავარი მწვრთნელის ნეიტ მაკმილანის გული მაინც ვერ მოიგო.

ბითაძეს დეკემბერში ჩატარებულ ხუთ მატჩში ქულაც კი არ აქვს ჩაგდებული, სულ კი, მისი "მშრალი" სერია უკვე 7 თამაშს ითვლის. გოგამ ორიოდ დღის წინ ლოს ანჯელეს კლიპერსთან წაგებულ (99:100) მატჩში 2 წუთი ითამაშა და ამჯერადაც, აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ ბოსტონ სელტიქსთან საშინაო შეხვედრაში იგივე დრო დაეთმო.

გასაკვირი არაა, რომ ქართველმა ლეგიონერმა აღნიშნულ მონაკვეთში ვერაფერი მოასწრო. გოგას ყველა გრაფაში ნულიანი ეწერა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი ინდიანელებმა მეტოქეზე 5 ქულით ნაკლები ჩააგდეს.

პეისერსმა დამაჯერებლად ჩატარებული დასკვნითი მეოთხედის (38:23) ხარჯზე, მატჩი 122:117 მოიგო, რაშიც დიდი წვლილი მალკოლმ ბროგდონმა (20 ქულა, 8 პასი), აარონ ჰოლიდეიმ (18 ქულა), ჯასტინ ჰოლიდეიმ (17 ქულა), ტი ჯეი უორენმა (14 ქულა) და დომანტას საბონისმა (15 ქულა, 14 მოხსნა, 8 პასი) შეიტანეს.

ლიეტუველმა ფორვარდმა სეზონში მე-20 ორმაგი დუბლი შეასრულა, პეისერსის ძირითადმა ცენტრმა მაილს ტერნერმა კი 24 წუთში 11 ქულა ჩააგდო. სელტიქსის მხრიდან შეუჩერებელი იყო კემბა უოკერი, რომელმაც თავი 44 ქულას მოუყარა.

ინდიანა 16 მოგებითა და 9 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე რჩება, მომდევნო მატჩს კი 14 დეკემბერს, სტუმრად, ატლანტა ჰოუქსთან ჩაატარებს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები