Thumbnail

UCL | ყველა მერვედფინალისტი ცნობილია - იუვემ ბაიერს მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტურინის იუვენტუსმა ლევერკუზენის ბაიერი სტუმრად 2:0 დაამარცხა
  • ფავორიტებმა შეხვედრები მოიგეს, ოლიმპიაკოსი ევროპალიგაზე გავიდა

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის მეორე სათამაშო დღეს ფავორიტებმა შეხვედრები მარტივად მოიგეს და იმ ბოლო 2 მერვედფინალისტის ვინაობაც ცნობილი გახდა, რომლებმაც საუკეთესო 16 გუნდში ადგილი მოიპოვეს.

ატალანტამ შახტარს სტუმრად 3:0 სძლია და პლეი ოფში გავიდა, ხოლო ატლეტიკომ საკუთარ მოედანზე მოსკოვის ლოკომოტივი დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

როგორც აღვნიშნეთ, ფავორიტებმა საკუთარ მატჩები მოიგეს. რეალმა ბრიუგეს სტუმრად 3:1 მოუგო - ბრაზილიელმა როდრიგომ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი გოლი გაიტანა. მადრიდელთა მხრიდან თავი ვინისიუს ჟუნიორმა და ლუკა მოდრიჩმაც გამოიჩინეს.

პარი სენ ჟერმენმა გალათასარაის 5 უპასუხო გოლი გაუტანა. ბაიერნმა შესუსტებული შემადგენლობით მიუნხენში ჩასულ ტოტენჰემს 3:1 სძლია. ლევერკუზენი საკუთარ მოედანზე იუვენტუსთან 0:2 დამარცხდა, ხოლო ოლიმპიაკოსმა ბელგრადის ცრვენა ზვეზდას 1:0 სძლია და ევროპალიგის საგზური მოიპოვა.

ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მერვედფინალისტის ვინაობა გაირკვა. წილისყრა სამშაბათს თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასული გუნდები: ლივერპული, ნაპოლი, ვალენსია, ჩელსი, ბარსელონა, დორტმუნდი, ლაიპციგი, ლიონი, პსჟ, რეალი, ბაიერნი, ტოტენჰემი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი, ატალანტა და ატლეტიკო.

პსჟ 5:0 გალათასარაი

გოლები: 1:0 იკარდი (32), 2:0 სარაბია (35), 3:0 ნეიმარი (46), 4:0 მბაპე (63), 5:0 კავანი (პენ-84)

ლევერკუზენი 0:2 იუვენტუსი

გოლები: 0:1 რონალდო (75), 0:2 იგუაინი (90+1)

ბაიერნი 3:1 ტოტენჰემი

გოლები: 1:0 კომანი (14), 1:1 სესენიონი (20), 2:1 მიულერი (45), 3:1 კოუტინიო (64)

ბრიუგე 1:3 რეალი

გოლები: 0:1 როდრიგო (53), 1:1 ვანაკენი (55), 1:2 ვინისიუსი (64), 1:3 მოდრიჩი (90)

ოლიმპიაკოსი 1:0 პარტიზანი

გოლი: 1:0 ელ არაბი (პენ-87)

კომენტარები

ბოლო ამბები