Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის D ჯგუფის ბოლო ტურში მადრიდის ატელტიკომ "ვანდა მეტროპოლიტანოზე" მოსკოვის ლოკომოტივს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა საბა კვერკველიამ, რომელიც პირველი ქართველია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში ითამაშა.

ატლეტიკოს სასარგებლოდ უკვე პირველ წუთზე დაინიშნა პენალტი, მეკარემ საჯარიმოში წესი დაარღვია, მაგრამ კირან ტრიპიერმა ბურთი ძელს გაარტყა.

პენალტის დარტყმა როგორ უნდა, თანაგუნდელს ჟოაო ფელიქსმა მე-17 წუთზე აჩვენა, როცა ჟემელეტდინოვის მიერ ხელით თამაშისთვის ლოკომოტივის კარსი მეორე პენალტი დაინიშნა. 

1:0 ჟოაო ფელიქსი 17'

მეორე ტაიმში მცველმა ფელიპემ კოკეს ჩაწოდების შემდეგ ორამდე გაზარდა ესპანური კლუბის უპირატესობა. 

2:0 ფელიპე 54'

ატლეტიკომ 10 ქულა მოაგროვა და პლეი ოფში ჯგუფიდან მე-2 ადგილით გავიდა, პირველი ადგილი კი იუვენტუსმა დაიკავა 16 ქულით. ლევერკუზენი ბრძოლას ევროპალიგის პლეი ოფში გააგრძელებს.

ატლეტიკო 2:0 ლოკომოტივი მოსკოვი

გოლები: 1:0 ჟოა ფელიქსი (17-პენ), 2:0 ფელიპე (54)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ტრიპიერი, ფელიპე, ერმოსო, ლოდი - კორეა (68. ერერა), პარტი, კოკე (73. ლემარი), საული - მორატა, ფელიქსი (81. მ.ლორენტე).

ლოკომოტივი (5-4-1): კოჩენკოვი - იდოვუ, კვერკველია, ჰიოვედესი,  ჩორლუკა (69. მაგკეევი), რიბუსი - მურილო, ჟემალედტინოვი, კრიხოვიაკი, ალ. მირანჩუკი - ედერი (75. სმოლოვი).

კომენტარები

ბოლო ამბები