Thumbnail

პირველი ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში - კვერკველიას მე-100

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მოსკოვის ლოკომოტივის ქართველი მცველი ატლეტიკოსთან სასტარტოში მოხვდა
  • 27 წლის საბა პირველი ქართველი ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში
  • კვერკველიასთვის ეს შეხვედრა  მოსკოვის ლოკომოტივის რიგებში საიუბილეოა

საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვერკველია ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნდა. მოსკოვის ლოკომოტივის ქართველი მცველი მწვრთნელმა მადრიდის ატლეტიკოსთან ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, სასტარტო შემადგენლობაში დააყენა.

27 წლის ფეხბურთელს ტრავმის გამო 2019-20 წლების სეზონში სულ 2 მატჩი აქვს ჩატარებული - ერთი რუსეთის ჩემპიონატში და ერთიც რუსეთის თასზე.

აღსანიშნავია, რომ კვერკველიასთვის, რომელიც ლოკომოტივის ღირსებას 2017 წლიდან იცავს, ეს შეხვედრა საიუბილეოა მოსკოვურ გუნდში. საბამ ლოკომოტივის მაისურა მე-100 მატჩში მოირგო.

მოსკოვურ გუნდს ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფში ბოლო ადგილი გარანტირებული აქვს და თუნდაც ატლეტიკოსთან წარმატების შემთხვევაში, ვერც ევროპალიგაში გადაერთვება.

მადრიდში მატჩი გუნდებმა ამ შემადგენლობით დაიწყეს:

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ტრიპიერი, ფელიპე, ერმოსო, ლოდი - კორეა, პარტი, კოკე, საული - მორატა, ფელიქსი.

ლოკომოტივი (5-4-1): კოჩენკოვი - იდოვუ, კვერკველია, ჰიოვედესი,  ჩორლუკა, რიბუსი - მურილო, ჟემალედტინოვი, კრიხოვიაკი, ალ. მირანჩუკი - ედერი.

კომენტარები

ბოლო ამბები