Thumbnail

'აი, რატომ ვთამაშობ დაცვაში' – გურამ კაშიას სახალისო პოსტი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ფეხბურთელი დინამო თბილისის ბაზაზე ემზადება
  • გურამ კაშია სან ხოსეში 2018 წლიდან თამაშობს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ სოციალურ ქსელში სახალისო პოსტი გაავრცელა წარწერით – “აი, რატომ ვთამაშობ დაცვაში”.

ინსტაგრამის სთორიში განთავსებული ვიდეოს მინაწერის არსი მისი ნახვისთანავე ცხადი ხდება. კაშია ჩაწოდებას ელის, ჰაერიდანვე კარში ურტყამს, თუმცა, ბურთი არათუ კარს, მოედნის არცთუ დაბალ ღობესაც სცდება და შორს უჩინარდება.

შეგახსენებთ, რომ გურამი 2018 წლიდან სან ხოსეს (აშშ) ღირსებას იცავს, თუმცა, ვინაიდან ახლა MLS-ში პაუზაა, ქართველი ფეხბურთელი თბილისში იმყოფება და დინამო თბილისის ბაზაზე ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

კომენტარები

ბოლო ამბები