Thumbnail
  • ქართველი ჩოგბურთელი ნადალის, ჯოკოვიჩისა და ფედერერის კომპანიაში
  • ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტიტულის დაცვა ჰამბურგის ტურნირზე მოახერხა

ATP-ს ფეისბუქის გვერდზე ფოტო-კოლაჟი გამოქვეყნდა, სადაც ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი თანამედროვეობის ლეგენდებთან ერთად არის ასახული.

ბასილაშვილთან ერთად ფოტოზე რაფაელ ნადალს, ნოვაჯ ჯოკოვიჩსა და როჯერ ფედერერს ვხედავთ, მინაწერი კი ასეთია: ‘ოთხმა მოთამაშემ მოახერხა ტიტულის დაცვა 2019 წელს. ვინ შესძლებს იგივეს 2020-ში?’.

4⃣ players defended their title in 2019. Who will do the same in 2020? 🤔

Posted by ATP Tour on ოთხშაბათი, 11 დეკემბერი, 2019

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილისთვის ყველაზე წარმატებული გერმანიის ქალაქ ჰამბურგის საერთაშორისო ტურნირია, სადაც ჩვენებურმა 2018 წელს ფინალში არგენტინელ ლეონარდო მაიერს 6:4, 0:6, 7:5 სძლია, წლეულს კი, გადამწყვეტ შეხვედრაში რუს ანდრეი რუბლიოვს აჯობა – 7:5, 4:6, 6:3.

ამ მიღწევის წყალობით, ნიკოლოზმა რეიტინგში სოლიდური ქულები შეინარჩუნა და ATP-ს რეიტინგში 2019 წელი 26-ე ადგილზე დაასრულა.

ქართველმა ჩოგბურთელმა წლის მიწურულს იდაყვის ოპერაცია გაიკეთა და თუკი ყველაფერი კარგად წარიმართა, ის კორტს იანვარში დაგეგმილ ATP Cup-ის მატჩებისთვის დაუბრუნდება.

კომენტარები

ბოლო ამბები