Thumbnail

'უფრო ძლიერი დავბრუნდები!' - ექიმების ვერდიქტი მამუკელაშვილის ტრავმაზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ცნობილია სეტონ ჰოლის ექიმების დასკვნა მამუკელაშვილის ტრავმაზე
  • სეტონ ჰოლის მწვრთნელის კომენტარი

ცნობილია ექიმების დასკვნა სეტონ ჰოლის ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო მამუკელაშვილის ტრავმასთან დაკავშირებით - ESPN წერს, რომ ქართველი კალათბურთელს NCAA-ში ორი თვე გაუცდება.

შეგახსენებთ, რომ სანდრო მაჯის ძვალი აიოვას უნივერსიტეტთან მატჩის პირველ ნახევარში გაიტეხა. " NCAA-ს რეიტინგში 22-ე სეტონ ჰოლს ორ თვემდე მოუწევს იუნიორი ფორვარდის, სანდრო მამუკელაშვილის გარეშე თამაში. ამის შესახებ სეტონ ჰოლმა ოფიციალურად ტრავმის მიღებიდან ორი დღის შემდეგ გამოაცხადა", - წერს ამერიკული გამოცემა. 

სეტონ ჰოლი "ბიგ ისტის" კონფერენციაში პირველ ადგილზეა 6-3 ბალანსით, ხოლო მამუკელაშვილი გუნდის მეორე ბომბარდირია მაილს პაუელის შემდეგ. მის გარეშე სეტონ ჰოლს თებერვლის შუა რიცხვებამდე მოუწევს თამაში და კონფერენციაში ლიდერობის შენარჩუნება ძალზე გაუჭირდება. მამუკელაშვილს შანსი აქვს, რეგულარული სეზონის ბოლო 7 მატჩში ითამაშოს. 

სანდრო მამუკელაშვილი 2019/20 სეზონში: 12.3 ქულა, 5.3 მოხსნა, 1.3 პასი.

"ძალიან უიღბლო ტრავმაა სანდროსთვის. მას დიდებული სტარტი ჰქონდა ამ სეზონში", - განაცხადა სეტონ ჰოლის თავკაცმა კევინ უილარდმა. 

"უფრო ძლიერი დავბრუნდები" - წერს საქართველოს ნაკრების ფორვარდი ტვიტერზე. 

კომენტარები

ბოლო ამბები