Thumbnail

სამტრედია და თელავი ელიტაში - ეროვნული ლიგა 2020 დაკომპლექტდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სამტრედია 4:1 (0:0) სიონი
  • რუსთავი 1:2 (0:1) თელავი

ეროვნული ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩები გაიმართა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც 2020 წელს ეროვნულ ლიგაში იასპარეზებენ - საგზური ეროვნული ლიგა 2-ის წევრებმა, სამტრედიამ და თელავმა მოიპოვეს. 

სამტრედიამ ბოლნისის სიონს უმასპინძლა, პირველი მატჩი 0:0 დასრულდა, საპასუხოში კი სამტრედიელთა უპირატესობა აშკარა იყო პირველ  ტაიმში ვარლამ კილასონიამ და აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა ნიჯათ ქურბანოვმა გაიტანეს. მეორე ტაიმში კი თავი გურამ სამუშიამ და იმავე ქურბანოვმა გამოიჩინეს. 77-ე წუთზე ჯაბა უგულავამ პრესტიჟის გოლი გაიტანა - 4:1. სამტრედია ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ეროვნულ ლიგას. 

სამტრედია ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

🗒 მეტი ამ თემაზე:

მეორე წყვილში რუსთავმა თელავს უმასპინძლა. პირველი მატჩი კახეთში თელავმა 1:0 მოიგო. ამჯერადაც თელაველებმა იმარჯვეს - 2:1 და ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა. რუსთავი მე-3 წუთზე ბექა ქავთარაძემ დააწინაურა პენალტით, თუმცა მალევე თელავმა მნიშვნელოვანი საგარეო გოლი გაიტანა - გიორგი ლაცაბიძის ავტოგოლით. პირველივე ტაიმში თელავი თორნიკე ძოწენიძემ დააწინაურა - 3:1 ორი მატჩის ჯამში. 12-წლიანი პაუზის შემდეგ უმაღლესში კახური კლუბი იასპარეზებს.  

მაშ ასე, ეროვნული ლიგის 2020 წლის გათამაშების ათივე მონაწილე ცნობილია. 7 მათგანი ბოლო სეზონშიც ეროვნულ ლიგაში იყო, 3 კი ეროვნული ლიგა 2-დან დაწინაურდა. 

ეროვნული ლიგა 2020

დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
საბურთალო
ლოკომოტივი
ჩიხურა
ტორპედო
დილა
მერანი
სამტრედია
თელავი

კომენტარები

ბოლო ამბები