Thumbnail
  • ევროპალიგის 1/16 ფინალის საპასუხო მატჩები (00:05).
  • ატალანტა 1:1 დორტმუნდი - ტრაგედია ბერგამოში.
  • ბილბაო 1:2 სპარტაკი - ომი ბასკეთში.
  • არსენალი - ოსტერსუნდსი 1:2 - ვენგერის მორიგი სირცხვილი.
  • ევროპა ლიგის ყველა მერვედფინალისტი ცნობილია.

ევროპალიგის 1/16-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები გაიმართა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. საინტერესო გამოდგა გვიანი თამაშები. სულ ექვსი დაპირისპირება შედგა. დიდ ინტერესს იწვევდა ატალანტასა და დორტმუნდის მატჩი, ასევე ბილბაოში გასამართი შეხვედრა ატლეტიკსა და სპარტაკს შორის.

► იმობილეს საღამო რომში, ზენიტმა სელტიკი გააგდო, კვერკველიაც მერვედფინალშია

ატალანტა 1:1 დორტმუნდი

  • 1:0 რაფაელ ტოლოი (11), 1:1 მარსელ შმელცერი (83)

რეჯიო ემილიაზე შეკრებილი გულშემატკივარი ატალანტას ტრიუმფს ელოდა. ბერგამოელებმა პირველი მატჩი დორტმუნდში 3:2 წააგეს და მათი მთავარი მიზანი ევროპალიგის მომდევნო ეტაპზე გასვლა იყო.

ყველაფერი კარგად დაიწყო, მე-11 წუთზე რაფაელ ტოლოიმ კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი დორტმუნდის კარში გადაგზავნა და ანგარიში გახსნა. ამ გოლის შემდეგ ორივე გუნდმა რამდენჯერმე სცადა გოლის გატანა.

ჯანპიეროს გასპერინის გუნდს მომდევნო ეტაპის საგზური მარსელ შმელცერმა ჩამოართვა, რომელმაც ბერიშას შეცდომით ისარგებლა და 83-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ატალანტამ დარჩენილ დროში ვერაფერი მოახერხა და მერვედფინალში დორტმუნდი გავიდა.


ბილბაო 1:2 სპარტაკი

  • 0:1 ლუის ადრიანო (44), 1:1 ეჩეიტა (57), 1:2 მელგარეხო (85)

ბილბაომ სან მამესზე დიდი ბრძოლა გადაიტანა. სპარტაკს საკუთარ მოედანზე 3:1 ჰქონდა წაგებული, გუნდი არ დანებდა და პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურდა. ანგარიში ლუის ადრიანომ გახსნა 44-ე წუთზე.

ლუის ადრიანო გატანილ გოლს აღნიშნავს.

მეორე ტაიმში მოედანზე სიტუაცია დაიძაბა. მსაჯმა ხუთ მოთამაშეს ყვითელი ბარათი უჩვენა. ბილბაომ გათანაბრება 57-ე წუთზე მოახერხა, როდესაც ეჩეიტას დარტყმას სელიხოვმა ვერაფერი მოუხერხა. საბორიტის ჩაწოდების შემდეგ, სპარტაკის საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რითიც ეჩეიტამ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. სპარტაკმა მაინც მოიგო 85-ე წუთზე ზე ლუისმა მელგარეხოს გაატანინა. ბილბაო მომდევნო ეტაპზე გავიდა, თუმცა მთავარი ბრძოლა ბასკებს წინ ელოდათ.

სპარტაკის გულშემატკივრები ბასკ პოლიციელებს დაუპირისპირდნენ, შეტაკება ბასკი პოლიციელის მკვლელობით დასრულდა. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

► არეულობა ბილბაოში - შეტაკება ქუჩებში და გარდაცვლილი პოლიციელი

ეჩეიტა გამათანარებელ გოლს აღნიშნავს.

არსენალი 1:2 ოსტერსუნდსი

  • 0:1 აიში (22), 0:2 სემა (23), 1:2 კოლაშინაცი (47).

შვედურმა ოსტერსუნდსმა კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ ფეხბურთში სასწაულები ხდება. არსენალს 3:0 ჰქონდა შვედეთში მოგებული, თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ გრემ პოტერის შეგირდებმა პირველ ტაიმში ლონდონელი გულშემატკივრის ნერვებზე ითამაშეს. შვედებმა ორწუთიან მონაკვეთში არსენალს ორი გოლი გაუტანეს. ირანელმა სამან გოდოსმა ორი საგოლე პასი გააკეთა. ჰოსამ აიშიმ და კენ სემამ ევროტურნირებზე სადებიუტო გოლები გაიტანეს. სტუმრებმა ტაიმი 2:0 მოიგეს.

არსენალმა მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაქვითა ერთი გოლი, კოლაშინაცმა 47-ე წუთზე შეძლო გოლის გატანა. შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა და ოსტერსუნდსმა ემირეიტს სტედიუმზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. არსენალი მომდევნო ეტაპზე გავიდა, გუნდის მარცხი შვედურ კლუბთან საკუთარ მოედანზე დიდ სირცხვილად უნდა მივიჩნიოთ.

ოსტერსუნდი ინგლისში არსენალთან გამარჯვებას აღნიშნავს.

 

მილანი 1:0 ლუდოგორეცი

  • 1:0 ბორინი (21)

ორი მატჩის ჯამში მილანმა ბულგარული ლუდოგორეცი 4:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ჯენარო გატუზომ გუნდის ლიდერები დაასვენა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ფაბიო ბორინიმ პატრიკ კუტრონეს პასით გაიტანა 21-ე წუთზე გაიტანა. ბორინიმ ორმატჩიან დაპირისპირებაში ლუდოგორეცს ორჯერ გაუტანა.


ბრაგა 1:0 მარსელი

  • 1:0 ჰორტა (31)

ბრაგამაც მინიმალური სხვაობით მოიგო და ევროპალიგას დაემშვიდობა. რიკარდო ჰორტას მიერ 31-ე წუთზე გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა შეხვედრაში. მარსელს ველოდრომზე 3:0 ჰქონდა მოგებული. კლუბს მშვენიერი უპირატესობა ჰქონდა შექმნილი, რაც კარგადაც გამოიყენეს. რუდი გარსიას გუნდი მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ზალბურგი 2:1 სოსიედადი

  • 1:0 დაბური (10), 1:1 ნავასი (28), ბერიშა (74).

ეუსებიო საკრისტანის გუნდს ამჯერადაც არ გაუმართლა. სოსიედადმა ანოეტაზე ბოლო წუთზე გაუშვა, მანამდე ოიარსაბალმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. ავსტრიაში გამართულ შეხვედრაში მე-10 წუთზე უკვე ზალცბურგი იგებდა. დაბურმა მასპინძლები დააწინაურა, რაულ ნავასმა 18-წუთში გაათანაბრა, ხოლო ბერიშამ თერთმეტმეტრიანი დარტმით 74-ე წუთზე ზალცბურგს გამარჯვება მოუტანა და კლუბს მომდევნო ეტაპზე თამაში გაუნაღდა.

დღეს მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება.

მერვედფინალში ითამაშებენ : ცსკა, ლოკომოტივი, სპორტინგი, ლაციო, პლზენი, ლიონი, ლაიფციგი, ზენიტი, კიევის დინამო, ატლეტიკო, მარსელი, არსენალი, მილანი, ზალცბურგი, ბილბაო, დორტმუნდი.

კომენტარები

ბოლო ამბები