Thumbnail

საქართველო XV | შემადგენლობა მომავალ კვირაში გამოცხადდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გუნდში, ამჯერად, ლეგიონერებსაც გამოიძახებენ
  • ‘ხაგუარესთან’ მატჩები 17 და 24 იანვარს ჩატარდება

საქართველო XV-ის სამწვრთნელო შტაბი იანვარში არგენტინაში ზე-რაგბის ვიცე-ჩემპიონ “ხაგუარესთან” გასამართი ორი საკონტროლო მატჩისთვის გაფართოებულ შემადგენლობას მომავალ კვირას დაასახელებს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი არგენტინაში 12 იანვარს მიემგზავრება და ხსენებულ მეტოქეს 17 და 24 იანვარს ეთამაშება.

საქართველო XV-ის არგენტინული ტურნეს პირველი ქალაქი ოფიციალურად დასახელდა. 17 იანვარს 'ხაგუარესი' საქართველოს მეორე...

Posted by Georgian Rugby on ოთხშაბათი, 11 დეკემბერი, 2019

როგორც საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური იუწყება, მასპინძლებმა უკვე დაადასტურეს, რომ პირველი თამაში 17 იანვარს მარ-დე-პლატაში ჩატარდება. ჯერჯერობით, უცნობია, სად შედგება 24 იანვრის შეხვედრა.

საქართველო XV-ის შემადგენლობა მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც 13-15 დეკემბერს, დიდი 10-ის მე-11 ტურის მატჩები ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად გუნდში ლეგიონერებსაც მოიწვევენ.

საქართველო XV პირველ შეკრებას 23-30 დეკემბერს ქუთაისში გაივლის. საახალწლოდ მორაგბეები დაისვენებენ, 4 იანვარს მეორე შეკრებაზე სავარაუდოდ მარტყოფის ბაზაზე შევლენ და იქ არგენტინაში გამგზავრებამდე ანუ 12 იანვრამდე დარჩებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები