Thumbnail

ნაპოლის ჯენარო გატუზო ჩაიბარებს - კონტრაქტის დეტალები ცნობილია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 41 წლის სპეციალისტი კლუბთან კონტრაქტს 2020 წლის ზაფხულამდე გააფორმებს
  • მილანის ყოფილი თავკაცის ნაპოლიში დანიშვნას იტალიური მედია დღეს ელოდება

მილანის ყოფილი მწვრთნელი ჯენარო გატუზო ნაპოლისთან ხელშეკრულებას დღეს გააფორმებს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება, რომლის ცნობით, 41 წლის სპეციალისტი ნეაპოლის კლუბიდან გაშვებული კარლო ანჩელოტის ადგილს დაიკავებს.

გატუზოსთან კონტრაქტი 2020 წლის ივნისამდე გაფორმდება და მასში თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გახანაგრლივების შესაძლებლობა იქნება გათვალისწინებული. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი გუნდი ჩემპიონთა ლიგაში გავა. ამავდროულად, მხარეებს ექნებათ უფლება, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი ვადამდეც გაწყვიტონ.

ამ სეზონის ბოლომდე გატუზოს ხელფასი 1,5 მილიონი ევრო იქნება, მომავალი სეზონიდან კი თანხა გაორმაგდება - 3 მლნ.

იუწყებიან, რომ ჯენარო გატუზო ნაპოლიში ახალ, 7-კაციან სამწვრთნელო შტაბს დააკომპლექტებს. ერთადერთი, ვინც გუნდის სტაფში თანამდებობას შეინარჩუნებს, მეკარეების მწვრთნელი ალესანდრო ნისტაა, რომელიც ჯერ კიდევ მაურიციო სარის მწვრთნელობის პერიოდში მუშაობდა.

ნაპოლიმ გენკთან გამარჯვებით 9-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

41 წლის გატუზოს ბოლო კლუბი მილანი იყო, რომესაც 2017-19 წლებში წვრთნიდა. გასული სეზონის დასრულების შემდეგ ჯენარომ თანამდებობა დატოვა, რადგან გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა. 

თავის დროზე მილანში გატუზოს  ანჩელოტი წვრნიდა 

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის შემდეგ, ნაპოლიმ თანამდებობიდან კარლო ანჩელოტის გაშვების შესახებ გამოაცხადა. სპეციალისტს კლუბიდან წასვლა გენკთან დამაჯერებელი გამარჯვების (4:0) მიუხედავად მოუხდა.

ახლა ანჩელოტის მომავალს მედია ინგლისურ კლუბებს, არსენალსა და ევერტონს უკავშირებს.

რაც შეეხება ნაპოლის, გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გატუზოს გარდა, ინტერისა და რომას ყოფილი თავკაცის, ლუჩანო სპალეტის კანდიდატურაც განიხილებოდა, თუმცა 60 წლის სპეციალისტს "ნერაძურისთან" ხელშეკრულება ამ დრომდე გასაუქმებელი აქვს, ხელფასს იღებს და შესაბამისად, მისი სხვა კლუბში დასაქმება გამორიცხულია.

იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში გასული 15 ტურის შემდეგ 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა, ლიდერ ინტერს კი 17 ქულით ჩამორჩება. 

დანიშვნის შემთხვევაში, ჯენარო ნეაპოლის გუნდს პირველად, 14 დეკემბერს, სტუმრად პარმასთან გასამართ სერია A-ს მე-16 ტურის მატჩში უხელმძღვანელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები