Thumbnail

‘მაპატიეთ, იდიოტივით მოვიქეცი’ - იურგენ კლოპმა ბოდიში მოიხადა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ზალცბურგთან გამარჯვებით ლივერპული მერვედფინალში გავიდა 
  • მატჩის შემდეგ იურგენ კლოპმა თარჯიმანს ბოდიში მოუხადა

ზალცბურგთან ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის მატჩის წინ, ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ადგილობრივი თარჯიმანი მკაცრად გააკრიტიკა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მის განცხადებებს სიტყვა-სიტყვით არ თარგმნიდა. ლივერპულმა თამაში 2:0 მოიგო, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა. შესაბამისად, მატჩის შემდეგ კლოპი უკვე შესანიშნავ ხასიათზე იყო და თარჯიმანს წინა დღის კრიტიკისთვის ბოდიში მოუხადა.

“ბოდიში, იდიოტივით მოვიქეცი,” - უთხრა კლოპმა თარჯიმანს პრესკონფერენციაზე და მას ხელი ჩამოართვა. ამ უკანასკნელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კლოპის საქციელით გახარებულია - მისი მხრიდან ეს შესანიშნავი ჟესტი იყოო.

“კრიტიკა უკან არ მიმაქვს და ჩემს აზრზე ვრჩები, მაგრამ ორშაბათს თარჯიმანი ასე საჯაროდ არ უნდა გამეკრიტიკებინა. სწორედ ამიტომ მინდა, რომ ბოდიში მოვუხადო.” - დასძინა კლოპმა.

სალაჰის გოლი ზალცბურგის კარში

ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე იურგენმა თარჯიმანს ასეთი სიტყვები უთხრა: “თარჯიმნისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც გერმანულენოვანი მწვრთნელის გვერდით ზის და მის ინგლისურ ტექსტს გერმანულად თარგმნის. დაკვირვებით უნდა მისმენდეთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, მეთვითონ შემიძლია, რომ თარჯიმანი ვიყო და ინგლისურის შემდეგ გერმანულადაც ვილაპარაკო. საკმაოდ მარტივი ენით ვლაპარაკობ და არ უნდა იყოს ძნელი ჩემი სიტყვების თარგმნა.”

კომენტარები

ბოლო ამბები