Thumbnail

ყველაზე ახალგაზრდა ისტორიაში - ბარსას ტალანტმა 22 წლის რეკორდი მოხსნა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ანსუ ფატიმ ჩემპიონთა ლიგაში 1997 წელს დამყარებული რეკორდი მოხსნა
  • მისი გამარჯვების გოლი ინტერთან ისტორიულია

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეებზე ვწერდით და გუშინვე, ეს რეკორდი მოიხსნა! ბარსელონას ვუნდერკინდი ანსუ ფატი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ლიგის ისტორიაში, რომელმაც გოლის გატანა შეძლო.

რეკორდის მომტანი გოლი მან მილანის ინტერთან მატჩის 87-ე წუთზე გაიტანა და კატალონიურ გრანდს მოაგებინა. ანსუ ფატი გოლის მომენტში 17 წლის და 40 დღის გახლდათ - მან ამ გოლით 22 წლის წინ დამყარებული რეკორდი მოხსნა.

ანსუ ფატის გოლი

ფატის გოლი დორტმუნდშიც ძალიან გაუხარდათ, რადგან ჯუზეპე მეაცაზე ბარსელონას გამარჯვებამ, დორტმუნდის ბორუსია ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაიყვანა.

აქამდე რეკორდი პიტერ ოფორი-კუაიეს ეკუთვნოდა - განელმა თავდამსხმელმა 1997 წლის 1 ოქტომბერს, ოლიმპიაკოსის ფორმით რუსენბორგს 1:5-ზე წაგებულ მატჩში გაუტანა და მაშინ ოფორი-კუაიე 17 წლის და 195 დღის გახლდათ.

ტოპ 5 | როგორ გაგრძელდა ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეების კარიერა

კომენტარები

ბოლო ამბები