Thumbnail
  • ნაპოლიმ კარლო ანჩელოტი გაათავისუფლა
  • მწვრთნელი ოთხშაბათის შეხვედრას ამაოდ ელოდა

ნაპოლისა და გენკის ჩემპიონთა ლიგის მატჩის დასრულებიდან რამდენიმე საათში იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ კარლო ანჩელოტი თანამდებობიდან გაათვისუფლა.

შეგახსენებთ, რომ იტალიურმა კლუბმა 4:0 გაიმარჯვა და ლიგის პლეი ოფში გავიდა, ხოლო მატჩის შემდეგ გამოცდილმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ თავისით არ გადადგებოდა და ოთხშაბათს დაგეგმილ შეხვედრას ელოდა კლუბის პრეზიდენტ აურელიუს დე ლაურენტისთან. 

მას არ აცალეს, ნაპოლის ოფიციალურ ტვიტერზე დაიწერა, რომ ნაპოლიმ გადაწყვიტა გუნდის თავკაც კარლო ანჩელოტის დაემშვიდობოს. მიუხედავად ამისა, მას და აურელიოს დე ლაურენტისს შორის მეგობრული ურთიერთობა დარჩება. 

დიდი ალბათობით, იტალიურ კლუბს ჯენარო გატუზო ჩაიბარებს, რომელთანაც წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია.

კომენტარები

ბოლო ამბები