Thumbnail

ჭიდაობა | საქართველოს თასის 5 გამარჯვებული ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ხალიჩაზე ოლიმპიური წონების წარმომადგენელთა ფინალები გაიმართა
  • გამარჯვებულები 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ

ბათუმში გრძელდება საქართველოს თასის გათამაშება თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელშიც ქვეყნის ცნობილი მოჭიდავეები მონაწილეობენ. გამარჯვებულები თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის უკვე 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

57 კგ. ოთარ გოგავა (ხონი) 6:2 რამაზ თურმანიძე (აჭარა)

65 კგ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი) 10:4 ედემი ბოლქვაძე (სამტრედია)

74 კგ. ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური) 5:2 გიორგი სულავა (ქუთაისი)

86 კგ. დავით მარსაგიშვილი (ყაზბეგი) 10:0 სანდრო ამინაშვილი (თბილისი)

97 კგ. გივი მაჭარაშვილი (მცხეთა) V ზვიად მეტრეველი (ონი)

კომენტარები

ბოლო ამბები