Thumbnail
  • ნიჟნი ნოვგოროდი 75:72 ტენერიფე
  • გიორგი შერმადინის 19 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის II წრის მატჩები დაიწყო. გიორგი შერმადინის ტენერიფე სეზონში პირველად დამარცხდა - სტუმრად ნიჟნი ნოვგოროდთან - 72:75.

წაგების მიუხედავად, იბეროსტარ ტენერიფეს რიგებში MVP ისევ გიორგი შერმადინი გახდა, რომელიც ახლახან ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. შერმადინმა რუსებთან 28 წუთში 19 ქულას მოუყარა თავი, რასაც 7 მოხსნა, 6 პასი და თითო ჩაჭრა და დაფარება დაემატა. 

ტენერიფე 17 დეკემბერს მე-9 ტურში კანარის კუნძულებზე მონტენეგროს მორნარ ბარს უმასპინძლებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები