Thumbnail

ბარსელონას საჩუქარი დორტმუნდს - ინტერი და აიაქსი ჯგუფში ჩარჩნენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბარსელონამ ინტერი დაამარცხა, დორტმუნდმა კი სლავიას მოუგო
  • ვალენსიამ და ჩელსიმ ამსტერდამის აიაქსი ჯგუფში ჩატოვეს

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ინტერმა ბარსელონას ''სან სიროზე'' უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა, რითიც დორტმუნდმა ისარგებლა - გერმანელებმა საკუთარ არენაზე პრაღის სლავიას 2:1 სძლიეს და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური მოიპოვეს.

ბარსელონა მილანში შესუსტებული შემადგენლობით ჩავიდა. ''ბლაუგრანა'' კარლეს პერესმა დააწინაურა, რომელმაც ვიდალის პასი გამოიყენა და ჰანდანოვიჩს ახლო მანძილიდან გაუტანა. პერესმა ლიგაზე სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნა.

ინტერმა 44-ე წუთზე რომელუ ლუკაკუს გოლით გაათანაბრა, თუმცა ცვლილებაზე შემოსულმა ანსუ ფატიმ ბარსელონა კიდევ ერთხელ დააწინაურა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლუკაკუს გოლი

ფატი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში (17 წლისა და 40 დღის), რომელმაც გოლის გატანა მოახერხა.

ანსუ ფატის გოლი

Ansu Fati becomes the youngest scorer in Champions League history 🌟

Posted by Bleacher Report Football on სამშაბათი, 10 დეკემბერი, 2019

ბარსელონამ F ჯგუფი 14 ქულით დაასრულა. დორტმუნდი 10 ქულით მე-2 ადგილზე გავიდა, ხოლო ინტერს 7 ქულა დარჩა და ევროპალიგაზე გადაინაცვლა.

ვალენსიამ აიაქსს სტუმრად მოუგო და ჯგუფში ჩატოვა. ჩელსიმ ლილი 2:1 დაამარცხა და H ჯგუფიდან სწორედ ვალენსია და ჩელსი გავიდნენ.

G ჯგუფში პირველ ადგილი ლაიპციგს დარჩა, რომელმაც ლიონთან სტუმრად ფრედ 2:2 ითამაშა, ხოლო ბენფიკამ ზენიტს 3:0 სძლია და ევროპალიგაზე გადაინაცვლა.

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასული გუნდები: ლივერპული, ნაპოლი, ვალენსია, ჩელსი, ბარსელონა, დორტმუნდი, ლაიპციგი, ლიონი, პსჟ, რეალი, ბაიერნი, ტოტენჰემი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი.

ლიონი 2:2 ლაიპციგი

გოლები: 0:1 ფორსბერგი (პენ-9), 0:2 ვერნერი (პენ-33), 1:2 ოარი (50), 2:2 დეპაი (82)

ინტერი 1:2 ბარსელონა

გოლები: 0:1 პერესი (23), 1:1 ლუკაკუ (44), 1:2 ფატი (87)

დორტმუნდი 2:1 სლავია

გოლები: 1:0 სანჩო (10), 1:1 სუჩეკი (43), 2:1 ბრანდტი (61).

ჩელსი 2:1 ლილი

გოლები: 1:0 აბრაჰამი (19), 2:0 ასპილიკუეტა (35), 2:1 რემი (78)

ბენფიკა 3:0 ზენიტი

გოლები: 1:0 ჩერვი (47), 2:0 პიცი (58), აზმუნის ავტოგოლი (79)

კომენტარები

ბოლო ამბები