Thumbnail

'ეს ჩემს კარიერაში არ მომხდარა და არც ახლა მოხდება' - ანჩელოტი პრეზიდენტს ელის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • კარლო ანჩელოტის კომენტარი 4:0 გამარჯვების შემდეგ
  • მწვრთნელმა გადაწყვიტა, ახლა პრეზიდენტს ელის

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ნაპოლიმ 4:0 გაანადგურა გენკი და პლეი ოფში გავიდა. მატჩის შემდეგ ბევრი ელოდა კარლო ანჩელოტის კომენტარს, რადგან იტალიაში დარხეული ხმების თანახმად, გამოცდილი სპეციალისტის დღეები ნეაპოლში დათვლილია და ამაში ხელს ვერც ჯგუფურ ეტაპზე მიღწეული წარმატება შეუშლის.

კარლო ანჩელოტი (ნაპოლის მწვრთნელი): "კარგი ჯგუფური ეტაპი გამოგვივიდა, ბოლომდე ვიბრძოლეთ და მიზანს მივაღწიეთ. დავამტკიცეთ, რომ ევროპაში კონკურენტუნარიანები ვართ. 

მე არ გადავდგები, თუმცა ხვალ პრეზიდენტს შევხვდები და ბევრი რამ გაირკვევა. არ ვიცი, რას ამბობენ სხვა მწვრთნელებზე, ჩემი მთავარი მისია ამ მატჩისთვის მზადება იყო. ხვალინდელი შეხვედრა შეთანხმებული გვაქვს, უნდა განვიხილოთ არსებული სიტუაცია. კარიერაში არასდროს გადავმდგარვარ და ამას არც ახლა ვიზამ. გუნდი ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს, ეს ჩემპიონთა ლიგაზე დავამტკიცეთ". 

კომენტარები

ბოლო ამბები