- აიაქსი 0:1 ვალენსია
- 0:1 - როდრიგო (24)
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ვალენსიამ აიაქსს ამსტერდამში პრინციპული დაპირისპირება მოუგო და ჯგუფიდან - 11 ქულით და პირველი ადგილით გავიდა.
შარშანდელი ნახევარფინალისტების კარში ერთადერთი გოლი ვალენსიას ესპანელმა ფორვარდმა - როდრიგომ გაუტანა და 'ღამურები' შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
0:1 - როდრიგოს გოლი აიაქსის კარში
თავისი მატჩი მოიგო ჯგუფის ფავორიტმა - ლონდონის ჩელსიმ, რომელმაც აბრაჰამის და ასპილიკუეტას გოლებით სტემფორდ ბრიჯზე ლილი - 2:1 დაამარცხა.
საინტერესო ფაქტები
⚽ ვალენსია ლიგაზე ჰოლანდიურ გუნდებს 9-ჯერ ეთამაშა და ერთადერთხელ წააგო - წელს აიაქსთან ოქტომბერში.
⚽ აიაქსი ვალნესიას ლიგაზე აქამდე სამჯერ შეხვდა, 2 მატჩი ფრედ დასრულდა (2002-03) და ერთი გასვლაზე 3:0 მოუგო (2019-20).
შემადგენლობები
აიაქსი (4-3-3): ონანა - მაზრაუი, ველტმანი, ბლინდი, ტალიაფიკო (დე იონგი - 89) - ალვარესი (დესტი - 46), მარტინესი, ვან დე ბეეკი - ზიეჩი, ტადიჩი, ლანგი (ჰუნტელაარი - 70).
ვალენსია (4-4-2): დომენეკი - ვასი, გაბრიელი, დიახაბი, გაია - ტორესი (მანგალა - 90), პარეხო, კოკლენი, სოლერი - როდრიგო, გამიერო (ვალეხო - 54).
📸 ამსტერდამში მატჩს გარი ნევილი და დევიდ ბექჰემი დაესწრნენ
კომენტარები