Thumbnail

'შეიძლება შემოაკვდეს' - აბდელაზიზიმ კონორის უსმანთან შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ხაბიბის მენეჯერმა შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა
  • აბდელაზიზი ამბობს, რომ კონორს კამარუს წინააღმდეგ შანსი არ აქვს

ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერმა - ალი აბდელაზიზიმ კონორის და ნიგერიელ-ამერიკელი საშუალო-მსუბუქი წონის ჩემპიონის - კამარუ უსმანის შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა.

აბდელაზიზი, რომელსაც კონორი გამუდმებით 'ვირთხას' ეძახის, ამბობს, რომ ეს ბრძოლა ირლანდიელისთვის 'დამღუპველი იქნება და რომ კამარუს შესაძლოა კონორი 'შემოაკვდეს'.

კონორს ხაბიბთან ჩატარებული საშინელი ბრძოლის შემდეგ არ უბრძოლია, თუმცა 2020 წლის იანვარში ოქტაგონს ვეტერან - დონალდ 'კოვბოისერონესთან ჩხუბით დაუბრუნდება.

"კოვბოის რომც მოუგოს, კამარუსთან მისი ბრძოლა მაინც დამღუპველი იქნება..." - ამბობს ალი აბდელაზიზი. "საერთოდ კი ეგ ნაბიჭვარი წონის დამგდები არაა, ნაზი ბიჭია, ამას ვერ გააკეთებს."

"ეგ რომ შეძლოს, მაინც, შესაძლოა ბრძოლის შედეგი ფატალური აღმოჩნდეს, დამიჯერეთ კამარუს წინააღმდეგ შანსი არ აქვს, რაღაც ცუდი დაემართება."

კომენტარები

ბოლო ამბები