Thumbnail

მილიკის ჰეთ თრიკი, კლოპი ტიტულის დაცვას აგრძელებს - ლივერპული და ნაპოლი პლეი ოფში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნაპოლი 4:0 გენკი
  • ზალცბურგი 0:2 ლივერპული

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი E ჯგუფის თამაშები დასრულდა. ამ ჯგუფში ძალზე დაძაბული სიტუაცია იყო, თუმცა ბოლოს ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა - პლეი ოფში მოქმედი გამარჯვებული ლივერპული და ნაპოლი გავიდნენ, ხოლო ზალცბურგმა ევროპალიგის პლეი ოფში გადაინაცვლა. 

ნეაპოლში ყველაფერი მარტივად გაირკვა - ნაპოლიმ პირველივე ტაიმში არკადიუშ მილიკის ჰეთ თრიკის წყალობით გადაწყვიტა ყველაფერი გენკთან - 4:0.

მე-3 წუთზე მილიკმა ბელგიელთა კარში პირველი გოლი გენკის მეკარის კატასტროფული შეცდომის წყალობით გაიტანა.

მე-2 გოლზე პოლონელმა საჯარიმოში დასწრებაზე ითამაშა, მას მერე, რაც დი ლორენცომ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა.

გენკის გოლკიპერმა მეტოქე საჯარიმოში წააქცია და მილიკმა პენალტით პირველივე ტაიმში ჰეთ თრიკი შეასრულა.

მეორე ტაიმში ხელით თამაშის გამო დანიშნული პენალტი უკვე დრის მერტენსმა გაიტანა. 

ლივერპულმა ავსტრიაში პირველ ტაიმში ვერაფერი მოუხერხა მეტოქეს, თუმცა მომენტები ჰქონდა. ანგარიში მეორე ტაიმში ნაბი კეიტამ თავურით გახსნა.

ამის შემდეგ მოჰამედ სალაჰმა მეკარის შეცდომით ისარგებლა და მახვილი კუთხიდან სტუმართა მეორე გოლი გაიტანა - 0:2.

ჯგუფი 13 ქულით ჩემპიონთა თასის მფლობელმა ლივერპულმა მოიგო, ნაპოლიმ მე-2 ადგილით (12 ქულა) მოიპოვა პლეი ოფის საგზური. 

ნაპოლი 4:0 გენკი

გოლები: 1:0 მილიკი (3), 2:0 მილიკი (26), 3:0 მილიკი (38-პენ), 4:0 მერტენსი (75-პენ)

ნაპოლი (4-4-2): მერეტი - დი ლორენცო, კულიბალი, მანოლასი, რუი - კალეხონი (79. ფ. ლორენტე), ალანი, რუისი, ზიელინსკი (72. გაეტანო) - მერტენსი, მილიკი (78. ლოსანო) 

ზალცბურგი 0:2 ლივერპული

გოლები: 0:1 ნ. კეიტა (57), 0:2 სალაჰი (58)

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი (53. ჯ. გომესი), ვან დაიკი, რობერტსონი - ვეინალდუმი, ჰენდერსონი, ნ. კეიტა (87. ორიგი) - სალაჰი, ფირმინო (75. მილნერი), მანე 

კომენტარები

ბოლო ამბები