Thumbnail

დეშამი კიდევ 3 წლით - როგორია ფრანგის რიცხვები ნაკრებში?

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დეშამის სამწვრთნელო-სანაკრებო კარიერას 10 წელი შეუსრულდება
  • 51 წლის ფრანგი ამ შედეგით მიშელ იდალგოს გადაასწრებს...

საფრანგეთის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონი მწვრთნელი - 51 წლის დიდიე დეშამი ნაკრებში 2022 წლამდე დარჩება. 

ეს ნიშნავს, რომ დეშამი ნაკრების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ვადით მომუშავე მწვრთნელია, რომელიც მიშელ იდალგოს (1976–1984) 2 წლით გადაასწრებს.

დეშამს, რომელიც ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი (1998) ფეხბურთელობისასაც გახდა, ეროვნულ გუნდთან კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე აკავშირებდა.

დიდიე დეშამი - 100 მატჩი, 65 მოგება; მიშელ იდალგო - 75 მატჩი, 41 მოგება; რაიმონ დომენიკი - 79 მატჩი, 41 მოგება; ემე ჟაკე - 53 მატჩი, 34 მოგება; როჟე ლემერი - 53 მატჩი, 34 მოგება.

კომენტარები

ბოლო ამბები