- დეშამის სამწვრთნელო-სანაკრებო კარიერას 10 წელი შეუსრულდება
- 51 წლის ფრანგი ამ შედეგით მიშელ იდალგოს გადაასწრებს...
საფრანგეთის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონი მწვრთნელი - 51 წლის დიდიე დეშამი ნაკრებში 2022 წლამდე დარჩება.
ეს ნიშნავს, რომ დეშამი ნაკრების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ვადით მომუშავე მწვრთნელია, რომელიც მიშელ იდალგოს (1976–1984) 2 წლით გადაასწრებს.
დეშამს, რომელიც ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი (1998) ფეხბურთელობისასაც გახდა, ეროვნულ გუნდთან კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე აკავშირებდა.
დიდიე დეშამი - 100 მატჩი, 65 მოგება; მიშელ იდალგო - 75 მატჩი, 41 მოგება; რაიმონ დომენიკი - 79 მატჩი, 41 მოგება; ემე ჟაკე - 53 მატჩი, 34 მოგება; როჟე ლემერი - 53 მატჩი, 34 მოგება.
კომენტარები