Thumbnail

Capcom-მა Resident Evil 3-ის რიმეიქი დააანონსა!

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • თამაში 2020 წლის 3 აპრილს გამოვა
  • Resident Evil 3-ს მულტიფლეიერიც ექნება!

არც თუ ისე დიდი ხანია, რაც პოპულარული საშინელებათა ჟანრის თამაშის, Resident Evil 2-ის რიმეიქი გამოვიდა, თუმცა მისმა ავტორმა სტუდია Capcom-მა, დღეს, უკვე Resident Evil 3-ის რიმეიქი დააანონსა! 

Resident Evil 2-ის რიმეიქის მსგავსად, ახალი Resident Evil 3-ის რიმეიქიც სრულიად ახალი სისტემითა და გრაფიკით ჩაეშვება გაყიდვაში. RE3-ს RE2-ის მსგავსი ხედვის კუთხე ექნება. ამას გარდა, აღმოჩნდა, Capcom-ის ახალი, ასიმეტრიული, ოთხი-ერთზე მულტიფლეიერის ტიპის თამაში Resident Evil: Project Resistance სულაც არ ყოფილა ცალკეული პროექტი: ის Resident Evil 3-ის ნაწილი იქნება და გაყიდვაში მასთან ერთად გამოვა.

 Resident Evil 3: Nemesis-ის, რომლის პირველი ვერსია ორიგინალ ფლეისთეიშენზე გამოვიდა, მთავარი გმირი ჯილ ვალენტაინია: პირველი  Resident Evil-ის თამაშის ერთ-ერთი გმირი, რომელიც ზომბების მიერ დაინფიცირებულ რაქუნ სითიდან გარბის და ცდილობს, მონსტრს, სახელად ნემესისს დაუსხლტეს ხელიდან. თრეილერში ვხედავთ, რომ ახალი ნემესისის დიზაინი ძველისაგან განსხვავდება და ბევრად გაუმჯობესებულია.

 Resident Evil 3: Nemesis 2020 წლის 3 აპრილს გამოვა გაყიდვაში და მისი თამაში PlayStation 4-ზე, Xbox One-სა და PC-ზე შეგეძლებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები