- მწვრთნელი ხელმძღვანელობას სიტუაციის გამოსწორებას შეჰპირდა
- დევიდ მოიესი, კრის ჰიუტონი და ედი ჰოუ სავარაუდო შემცვლელებად სახელდებიან
შაბათს საუთჰემპტონთან ვესტ ჰემს მოედანზე მანუელ პელეგრინი გაიყვანს, თუმცა მარცხის შემთხვევაში ეს ჩილელისთვის ლონდონურ კლუბში ბოლო მატჩი იქნება.
პელეგრინი არსენალთან მარცხის შემდეგ გუნდის ხელმძღვანელობას შეჰპირდა, რომ სიტუაციას გამოასწორებს - საუთჰემპტონთან წაგების შემთხვევაში კი 'ჩაქუეჩები' გასავარდნ ზონას მიუახლოვდებიან.
დევიდ მოიესი, კრის ჰიუტონი და ედი ჰოუ პელეგრინის სავარაუდო შემცვლელებად სახელდებიან. თუმცა გუნდს ასევე რაფაელ ბენიტესი სურს, რომელიც ჩინეთში მუშაობდა ინგლისში დაბრუნებას არ აპირებს.
კომენტარები