Thumbnail

თბილისში რუსეთის წინააღმდეგ - ასაკობრივი ნაკრებებების მეტოქეები ცნობილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ფიბამ ასაკობრივი ევრობასკეტების წილისყრა გამართა
  • წილისყრაში მონაწილეობა ვლადიმერ ბოისამ მიიღო

მიუნხენში კალათბურთში ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების წილისყრა გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 20-წლამდელთა B დივიზიონი, რომელსაც თბილისის 2020 წლის 10-19 ივლისს უმასპინძლებს. 

წილისყრას  საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ვლადიმერ ბოისა და 20-წლამდელთა ნაკრების მენეჯერი შალვა ონიანი. ბოისა კენჭისყრაში უშუალოდ მონაწილეობდა და ჯგუფებში რამდენიმე ნაკრებს ადგილიც მიუჩინა.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები C ჯგუფში მოხვდა რუსეთთან, ნორვეგიასთან, ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად. თბილისში 22 ნაკრები ითამაშებს. ჩვენი გუნდი A  დივიზიონში დაბრუნებისთვის იბრძოლებს.

U20. B დივიზიონი

18 წლამდელთა B დივიზიონი რუმინეთის ქალაქ ორდეაში 24 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. საქართველო C ჯგუფში მოხვდა რუმინეთთან, ავსტრიასთან, შვეიცარიასთან, უკრაინასთან და ირლანდიასთან ერთად. 

U18. B დივიზიონი

საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში თამაშობს. მატჩები სოფიაში გაიმართება 13-22 აგვისტოს. ჩვენი მეტოქეები მონტენეგრო, უკრაინა, სლოვაკეთი, კვიპროსი და რუმინეთი არიან. 

U16. B დივიზიონი

16-წლამდელ გოგონათა ნაკრები C დივიზიონში თამაშობს. მატჩები 14-19 ივლისს გიბრალტარში გაიმართება. A ჯგუფში ჩვენი მეტოქეები სომხეთი და უელსი იქნებიან.

U16 გოგონები. C დივიზიონი

18-წლამდელ გოგონათა ნაკრები C დივიზიონში ანდორაში 28-ივლისს-2 აგვისტოს ითამაშებს. ჩვენი გუნდი B ჯგუფშია სომხეთთან, კვიპროსთან და მალტასთან ერთად. 

U18 გოგონები. C დივიზიონი

 

კომენტარები

ბოლო ამბები