Thumbnail

'კიდევ ერთ მოგებას ვეღარ გადავიტან' - ფერგიუსონი გუდისონზე ყველა ბავშვს ჩაეხუტა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • გუდისონზე ახალი იმედი გაჩნდა
  • გუნდი ახალმა მწვრთნელმა გამოაცოცხლა

5 დეკემბერს ევერტონმა გუნდის მთავარი მწვრთნელი მარო სილვა თანამდებობიდან გაათავისუფლა, მის ნაცვლად კლუბს დროებით ლურჯების ლეგენდა - დანკან ფერგიუსონი გაწვრთნის.

შოტლანდიელმა, რომელიც ევერტონში პირველი გუნდის მწვრთნელად მუშაობდა, პირველი მატჩი სახლში ჩელსის წინააღმდეგ ჩაატარა და გუდისონ პარკზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო.

გასავარდნ ზონაში მყოფმა ევერტონმა, ჩელსი 3:1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში კლუბის ბრაზილიელმა ლიდერმა - რიჩარლისონმა გახსნა, ხოლო შემდეგ დუბლის გატანა კალვერტ-ლუვინმა შეძლო.

'დიდი დანკანი' დღესაც ემოციურია

სადებიუტო შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ, ფერგიუსონს ჟურნალისტმა ჰკითხა დათანხმდებოდა თუ არა კლუბში მუდმივი მწვრთნელის სამსახურს, რაზეც შოტლანდიელმა უპასუხა, რომ მორიგ გამარჯვებას ის უბრალოდ ალბათ ვერ გადაიტანს.

"არ ვიცი ამას კიდევ ერთხელ გავუძლებ თუ არა, მგონი პირადი ფიზ.მომზადების მწვრთნელი მჭირდება - სათადარიგო სკამის ხაზთან იმდენს დავრბივარ. მადლობა მინდა ფანებს გადავუხადო, შესანიშნავი თამაშ გამოვიდა და 3 ქულა დავიმსახურეთ!."

დანკან ფერგიუსონი ევერტონში 1994-98 და 2000-06 წლებში თამაშობდა. ქარიზმატული, ტანმაღალი ფორვარდი პრემიერლიგის და კლუბის ისტორიის ნაწილია. ევერტონის მიერ აღზრდილ უეინ რუნის ფერგიუსონი ბავშვობის ინსპირაციად და გმირად ინტერვიუებში არაერთხელ დაუსახელებია.

კომენტარები

ბოლო ამბები