Thumbnail
  • ჯანო ანანიძის გაყიდვა სპარტაკს გაუჭირდება
  • მან შესაძლოა, იჯარით დატოვოს გუნდი

СПОРТ - ЭКСПРЕСС-ის ინფორმაციით, შესაძლოა, გაირკვა კლუბი, სადაც ჯანო ანანიძე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გადავა - ტულის არსენალი.

წყაროს ცნობით, მოსკოვის სპარტაკის ხელმძღვანელობა მზადაა განიხილოს ქართველი ნახევარმცველის არსენალში იჯარით გაშვების შესაძლებლობა. სპარტაკის გერმანელმა თავკაცმა დომენიკო ტედესკომ ჯანოს თავის გამოჩენის რამდენიმე შანსი მისცა, რომლებიც, სპეციალისტის აზრით, მან ვერ გამოიყენა.

27 წლის ფეხბურთელის გაყიდვა ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან რუსეთის პრემიერ ლიგის კლუბების უმეტესობას მისთვის სათანადო ხელფასის გადახდის საშუალება არ აქვს. 

ახალ სეზონში ანანიძემ სპარტაკის მაისურით 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე გოლი ან საგოლე პასი არ არის. კონტრაქტით ჯანო 2021 წლის ივნისამდე ეკუთვნის სპარტაკს. 

რუსულ პრემიერ-ლიგაში სპარტაკი 22 ქულით მხოლოდ მე-10 ადგილზეა, აი, არსენალი კი კარგად თამაშობს - 25 ქულით მე-6 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ტულელთა ვიცე-კაპიტანი გია გრიგალავაა.

კომენტარები

ბოლო ამბები