Thumbnail

'დღეს უბედნიერესი ვარ' - მიქაუტაძემ ლიგა 1-ის გუნდთან კონტრაქტი გააფორმა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ჟორჟ მიქაუტაძის დებიუტი მეცში და 3-წლიანი კონტრაქტი
  • ლიონის აღზრდილს სუპერკვირა აქვს

19 წლის ჟორჟ მიქაუტაძეს თავბრუდამხვევი კვირა ჰქონდა - შაბათს ნიცასთან შეხვედრაში ქართული წარმოშობის ფრანგ ფორვარდს ლიგა 1-ში დებიუტი ჰქონდა, დღეს კი ის ოფიციალურად გახდა პროფესიონალი - მეცთან 3-წლიანი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა.

მეცის სარეზერვო შემადგენლობაში კარგი თამაშის წყალობით, მიქაუტაძე ლიგა 1-შიც გამოჩნდა, ჯერ განაცხადში მოხვდა, შემდეგ კი დებიუტიც ჰქონდა, თუმცა მისი გუნდი ნიცასთან 1:4 დამარცხდა. ჟორჟმა მოედანზე 8 წუთი გაატარა.

Georges Mikautadze signe professionnel !

✍️ Georges Mikautadze est désormais un joueur professionnel du FC Metz ! L'attaquant de 19 ans s'est engagé pour trois saisons. Plus d'informations 👉 https://tinyurl.com/w2m9yrp

Posted by FC Metz on სამშაბათი, 10 დეკემბერი, 2019

ეს ჟორჟ მიქაუტაძის პირველი პროფესიული კონტრაქტია. ახალი ხელშეკრულება ძალაში 2020 წლის პირველი ივლისიდან შევა და ფორვარდი მეცში 2023 წლის ივლისამდე დარჩება. 

მიქაუტაძე საფრანგეთის მოქალაქეა, გაიზარდა ლიონში. ბავშვობაში მას ჟერლანდში და ოლიმპიკ ლიონში უთამაშია. შემდეგ კი სენტ პრისტში გადავიდა, საიდანაც 2017 წელს მეცში მოხვდა.

სარეზერვო გუნდში ამ სეზონში 5 გოლი გაიტანა

მან ამ სეზონში მეცის სარეზერვო გუნდში ნასიონალ 3-ში 5 გოლი გაიტანა. "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პირველი პროფესიული კონტრაქტი გავაფორმე. ახლა კი უნდა გავაგრძელო შრომა, რათა გუნდის სრულუფლებიანი წევრი გავხდე", - განაცხადა ჟორჟმა მეცის ვებსაიტთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ მეცი ლიგა 1-ის ერთ-ერთი აუტსაიდერია - 15 ქულით მე-18 ადგილზეა. საფრანგეთის ჩემპიონატში 2 გუნდი ვარდება, ხოლო მე-18 ადგილზე გასული პლეი აუთში თამაშობს. 

ჟორჟ მიქაუტაძე საფრანგეთის მოქალაქეა და ის ერთხელ 2018 წლის იანვარში საფრანგეთის 18 და 19-წლამდელთა ერთობლივ შეკრებაზე იყო გამოძახებული.

კომენტარები

ბოლო ამბები