Thumbnail
  • Voetbalkrant-მა გენტში დაბრუნებულ ჩაკვეტაძეს სტატია მიუძღვნა
  • ლიდერი, რომელსაც გუნდში კარგად შეკრული ნახევარდაცვა დახვდა

ცნობილმა ბელგიურმა საფეხბურთო საიტმა Voetbalkrant-მა მორიგი სტატია მიუძღვნა გენტის ქართველ ლიდერ გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც თითქმის 8-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ფეხბურთს.

"ის 2020 წლისთვის გენტის საიდუმლო იარაღია ტიტულისთვის ბრძოლაში, მაგრამ როგორ უნდა გამოვიყენოთ" - წერს ჟურნალისტი იოჰან ფალკიერსი. 

"გიორგი ჩაკვეტაძე ახლახან დაუბრუნდა გენტს. რჩება კითხვები, სად და როგორ გამოიყენებს იეს ტორუპი მას მოენდანზე. გენტის ნახევარდაცვა ბოლო დროს ბრწყინვალედ დაკომპლექტდა: ოვუსუმ დაამტკიცა, რომ მნიშვნელოვანი მებრძოლია, როგორც საყრდენი ნახევარმცველი. კუმსი და ოჯიჯა ისე თამაშობენ, როგორც არასდროს. აღარაფერს ვიტყვით ჯონათან დევიდზე, რომლის მიმართაც ინტერესი ძალზე დიდია. 

მეტიც, გენტს შეტევაშიც ყველაფერი ძალიან კარგად აქვს - ამ ხაზს იარემჩუკი და დეპუატრი ლიდერობენ. გუნდს კიდევ ჰყავს მათი დამხმარეები - ქვილითაია, ბეზუსი და სხვები. მოკლედ, ბირთვი ნახევარდაცვაშიც და შეტევაშიც ძლიერია. 

რჩება კითხვა, ამოაგდებს ჩაკვეტაძე დევიდს ან იარემჩუკს ძირითადი შემადგენლობიდან? ეს არცთუ ცხადი მოჩანს. იმის ალბათობაც, რომ ტორუპი ჩაკვეტაძის გამო სათამაშო სისტემას შეცვლის, მინიმალურია. 

ქართველს კარგად თამაში შეუძლია, როგორც მარცხენა ფლანგზე, ისე შემტევ ნახევარმცველად, მას შეუძლია თამაშის დროს პოზიციების ცვლაც. ეს "კამეჩებისთვის" დამატებითი სიძლიერეა, რომელიც გუნდს აუცილებლად გამოადგება პლეი ოფში. ჩაკვეტაძესთან ერთად თამაშის მეტი ვარიაციებია. 

ჩაკვეტაძე ვარეგემთან დაბრუნდა

გასულ სეზონში მისი ბურთთან ყოველი შეხების შემდეგ, რაღაც ხდებოდა. მეტიც, "ჩაკი" ჯერ მხოლოდ 20 წლის არის. მას ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს "კამეჩებთან" და ესეც მნიშვნელოვანია, რომ მას ენდონ. 

ბოლო თვეებში მას მშვიდად მიეცა საშუალება, მოერჩინა მუხლი - ჩაკვეტაძე გუნდს ახალი წლის შემდეგ სჭირდება, ევროთასებზე გენტს დიდი ბრძოლები ელის. მასთან ერთად, გუნდი ისევე ძლიერია, როგორიც ის იყო ბოლო საჩემპიონო სეზონში", - წერს გამოცემა. 

კომენტარები

ბოლო ამბები