Thumbnail

2K: BioShock-ის ახალ თამაშზე რამდენიმე წელია ვმუშაობთ

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • ''BioShock 4''-ის ოფიციალური სახელი ჯერ ცნობილი არ არის
  • თამაშზე სტუდია Cloud Chamber მუშაობს

დღეს, დეველოპერულმა კომპანია 2K-მ კომპიუტერული თამაშების მოყვარულები გაახარა: სტუდიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ლეგენდარული საი-ფაი ფრენჩაიზის ''BioShock''-ის გაგრძელებაზე 2015 წლიდან მუშაობენ. 

''BioShock 4''-ის ოფიციალური სახელი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის: სტუდია მას სიმბოლურად ''Parkside''-ს უწოდებს და მასზე 2K-ს პარტნიორი სტუდია Cloud Chamber მუშაობს. 

''ჩვენ ვართ დიდი გამოცდილების მქონე დეველოპერული კომპანია, თამაშების შექმნის ხანგრძლივი ისტორიით. ბევრი ჩვენთაგანი, ''ბიოშოკზე'' მისი იდეის გაჩენის დღიდან მუშაობდა. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ 2K-ს დიდ ოჯახს ვეკუთვნით და შანსი გვეძლევა, ამ ლეგენდარული ფრენჩაიზის გაგრძელებაზე ვიმუშაოთ.'' ვკითხულობთ Cloud Chamber-ის ოფიციალურ განცხადებაში.

''BioShock 4''-ის ირგვლივ ჭორები დიდი ხანი ვრცელდებოდა. 2016 წელს, ჭორების თანახმად, 2K-მ ''ბიოშოკი 4''-ის შექმნა სტუდია Certain Affinity-ის დაავალა, რომლის სათავეშიც Bungie-ის ყოფილი დეველოპერი, მაქს ჰობერმენი იდგა. თუმცა, 2016 წლის ბოლოსვე, 2K-მ გადაწყვიტა, რომ თამაშის აუთსორსინგი უდი იდეა იყო და თავად დაიწყო საკუთარი ძალები მასზე მუშაობა.

ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, რატომ გადაწყვიტა 2K-მ რომ Certain Affinity-ის მიერ შექმნილი ''ბიოშოკი 4'' მის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. 2017 წელს, 2K-ს სტუდიამ ადგილმდებარეობა შეიცვალა და კალიფორნიაში, ქალაქ ნოვატოში გადავიდა სადაც ჩუმად დაიწყეს თანამშრომლების აყვანა, მათ შორის ყოფილი თანამშრომლების დაბრუნებაც, რომლებიც იმ დროს Mafia III-ზე მუშაობდნენ.

''Parkside''-ის მცირერიცხვოვანი გუნდი 2K-ს შეუერთდა და ახალ ''ბიოშოკზე'' მუშაობა განაგრძო. სტუდია თამაშს დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა, მას შემდეგაც კი, რაც 2018 წლის აპრილში, ცნობილმა გეიმერულმა გამოცემა ''კოტაკუმ'' მისი არსებობა გაამჟღავნა. დღეს, ახალი გუნდის ჩამოყალიბებიდან 2 წლის შემდეგ, 2K-მ, როგორც იქნა დაადასტურა ''ბიოშოკი 4''-ის არსებობა.

''ბიოშოკი'' რომელიც ფანების ერთ-ერთი საყვარელი ფრენჩაიზია, ჭკვიანური სიუჟეტით და საინტერესო განვითარებით გამოირჩევა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამჟამად ბაზარზე არსებული სამი თამაშიდან, სამივეს ჰქონდა მსგავსი პრობლემები დეველოპმენტში. მაგალითად, პირველი ბიოშოკი, დეველოპერ Irrational Games-ს ჩამოართვეს და მისი სრული რეორგანიზაზია მოხდა. მეორე ბიოშოკს კი, რომეზეც სტუდია 2K Marin მუშაობდა, რამდენიმეთვიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ, ისევ სრული რეორგანიზაცია ხვდა წილად, მასზე მომუშავე დეველოპერებს კი  სამსახურის დატოვება მოუწიათ: 2K-მ სტუდია ჩუმად დახურა და ამის მიზეზებზე დღემდე არ საუბრობს.

ახალ ბიოშოკის სიუჟეტზე ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა 2K-ის პრეზიდენტმა, დევიდ ისმაილერმა განაცზადა, რომ ახალი თამაშის ''სიუჟეტი ისეთივე კარგი იქნება, როგორიც მისი წინამორბედებისა. თამაშს პირველი პირის ხედვის კუთხის გეიმფლეი ექნება.'' 

''ძალიან ბევრი იდეა გვაქვს,'' აღნიშნა კოტაკუსთან ინტერვიუში Cloud Chamber-ის წარმომადგენელმა კელი გილმორმა.

სტუდიამ ასევე დაადასტურა, რომ შემდეგი ''ბიოშოკის'' განვითარებას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ დეველოპერებს სურთ, ახალი თაობის კონსოლების გამოსვლას დაელოდონ და ახალ სტანდარტებს მოარგონ თამაში. იმის გათვალისწინებით, რომ PS5-იცა და Xbox Project Scarlett-იც 2020 წლის საშობაო სეზონზე გამოდის და მათ შესახებ ყველა დეტალი ცნობილი ჯერ კიდევ არ არის, სავარაუდოდ, ახალ ''ბიოშოკს'' 2021 წლის ბოლომდე არ უნდა ველოდოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები