Thumbnail

ხელბურთი | ჭაბუკთა ლიგაში წლის ბოლო 3 მატჩი გაიმართა

  • სენაკი 17-37 წყალტუბო 
  • ზუგდიდი 16-47 აჭარა 
  • ქუთაისი 19-27 წყალტუბო

საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე ხელბურთში 2019 წლის ბოლო სამი მატჩი გაიმართა. ზესტაფონის სპორტის სასახლეში აჭარამ 47:16 დაამარცხა ზუგდიდის გუნდი, ხოლო წყალტუბომ ჯერ სენაკს მოუგო 37:17, ხოლო შემდეგ ქუთაისს, 27-19.

ჩემპიონატს 7 მატჩში მოპოვებული 14 ქულით აჭარა ლიდერობს, მეორე ადგილზე 12 ქულით ფოთია, ხოლო სამტრედიას 10 ქულა აქვს. დასავლეთ საქართველოს გუნდებს ერთმანეთში 7-7 მატჩი აქვთ ნათამაშები, აღმოსავლელებს კი 4-4. პირველი წრე დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჯვარედინი მატჩებით, რის შემდეგაც დასრულდება ჩემპიონატის პირველი ეტაპი.

აღმოსავლეთის გუნდებში ოთხიდან ოთხი მოგება აქვს შარშანდელ ბრიჯაოს პრიზიორ პეგასს. მეორე ეტაპზე 10 საუკეთესო გუნდი გადავა, ჩემპიონატს კი ფინალური ოთხეულის ტურნირი დაასრულებს.

ჭაბუკები, უფროსი ასაკი (2004-05)

სენაკი 17-37 წყალტუბო 

ზუგდიდი 16-47 აჭარა 

ქუთაისი 19-27 წყალტუბო

კომენტარები

ბოლო ამბები