Thumbnail

'იბრამ სხვა არჩევანი გააკეთა' - შვედის სამიდან ერთი ვარიანტი გამოირიცხა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩის სამი სავარაუდო იტალიური ვარიანტიდან ერთი გამოირიცხა
  • ბოლონიას შვედი ფორვარდისთვის მშვენიერი შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ უარი მიიღო
  • 38 წლის ფეხბურთელის მომავალი კლუბი სულ მალე უნდა გაირკვეს

ზლატან იბრაჰიმოვიჩის ახალი კლუბი ჯერ ისევ გაურკვეველია. ბოლო დრომდე შვედი თავდამსხმელის მომავალს ყველაზე მეტად იტალიას და ამ ქვეყნის სამ კლუბს უკავშირებდნენ - მილანს, ნაპოლისა და ბოლონიას. თუმცა, ბოლო ინფორმაციით, იბრას ახალი კლუბი ბოლონია ნამდვილად არ იქნება. ამის შესახებ კლუბის სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ განაცხადა: 

"იბრაჰიმოვიჩი ბოლონიაში არ გადმოვა. ჩვენ მისთვის მშვენიერი წინადადება გვქონდა, მაგრამ ზლატანმა სხვაგვარი არჩევანი გააკეთა, რომელიც მისთვის, პროფესიონალური თვალსაზრისით, უფრო საინტერესო იყო".

38 წლის შვედი თავდამსხმელის ბოლო კლუბი MLS-ის ლოს ანჯელეს გელექსი იყო, რომელთანაც კონტრაქტი ოფიციალურად წლის ბოლოს უმთავრდება. გასულ სეზონში იბრამ ამერიკული კლუბის მაისურით 31 მატჩში ითამაშა, გაიტანა ამდენივე გოლი და მიითვალა 8 საგოლე პასი.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა MLS-ში ორი სეზონი გაატარა

ამრიგად, იტალიაში იბრას ორი სავარაუდო კლუბის ვარიანტი რჩება - მილანის ან ნაპოლის. მედიაში დაიწერა, რომ შვედმა მილანთან, რომლის ღირსებას 2010-12 წლებში იცავდა, კონტრაქტი უკვე შეათანხმა და "როსონერი" მის ტრანსფერს 15 დეკემბერს დაადასტურებს.

მეტი ამ თემაზე: ‘მილანი ჩემი მეორე სახლია!’ - ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტიფოზები დააიმედა

რაც შეეხება ნაპოლის ვარიანტს, La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი იუწყება, რომ კლუბი და ფეხბურთელი თანამშრომლობის საკითხს მომავალ კვირაში განიხილავენ და სავარაუდოდ, ნაპოლი იბრას წლინახევრიან კონტრაქტს შესთვაზებს.

წერენ, რომ შვედის მილანში დაბრუნება თითქმის გადაწყვეტილია

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერა მშობლიურ მალმიოში დაწყო, ამერიკაში გადაბარგებამდე კი აიაქსში, იუვენტუსში, ინტერში, ბარსელონაში, მილანში, პარი სენ-ჟერმენსა და მანჩესტერ იუნაიტედში ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები