Thumbnail

სიტის ფულის დახარჯვა მაინც მოუწევს - გვარდიოლას სამუელ უმტიტი სჭირდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სიტის დაცვის ხაზში საკადრო პრობლემები აქვს და გაძლიერებაზე ფიქრობს
  • 26 წლის ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონს ბარსელონაში თამაში ხშირად არ უწევს 

ბარსელონასა და საფრანგეთის ნაკრების მცველის სამუელ უმტიტის მიმართ ინტერესს მანჩესტერ სიტიც იჩენს. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.

მიუხედავად მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას განცხადებისა, რომელიც ამბობდა, რომ კლუბი არ აპირებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დიდი თანხების დახარჯვას, "ქალაქელები" დაცვის ხაზის გაძლიერებაზე მაინც ფიქრობენ და ეს კლუბის ცენტრალური მცველის, ემერიკ ლაპორტის ტრავმით არის გამოწვეული.

26 წლის მცველი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ცნობილია, რომ 26 წლის სამუელ უმტიტის მიმართ ასევე დაინტერესებულნი არიან ტურინის იუვენტუსი, ლოდნონის ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი.

ფრანგი მცველი ლიონის აღზრდილია, ბარსელონაში კი 2016 წელს აღმოჩნდა და კატალონიელებთან 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ფეხბურთელმა, რომელსაც ხშირად უწევს ტრამვებთან ბრძოლა, მიმდინარე სეზონში ლა ლიგის სულ 4 მატჩში ითამაშა და შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა.

პეპ გვარდიოლას სიტის დაცვის ხაზში სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს

ინგლისის პრემიერლიგაში გასული 16 ტურის შემდეგ, მოქმედ ჩემპიონ მანჩესტერ სიტის 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. ხოსეპ გვარდიოლას გუნდი ლიდერ ლივერპულს უკვე 14 ქულით ჩამორჩება.

პორტალი transfermarkt.de მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონს 45 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარები

ბოლო ამბები