Thumbnail

ჭიდაობა | საქართველოს თასზე ფინალისტთა ვინაობა გაირკვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ხალიჩაზე ოლიმპიური წონების წარმომადგენლები ვიხილეთ
  • ფინალები 10 დეკემბერს 17:00 საათზე დაიწყება

დღეს, ბათუმში სტარტი აიღო საქართველოს თასის გათამაშებამ თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელშიც ქვეყნის არაერთი წამყვანი ფალავანი გახლავთ ჩართული.

ტურნირის სასტარტო დღეს ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ვიხილეთ, რომელთაც ფინალისტები ხუთ ოლიმპიურ წონით კატეგორიაში (57, 65, 74, 86, 97 კგ.) გაარკვიეს.

57 კგ. ოთარ გოგავა (ხონი) – რამაზ თურმანიძე (აჭარა)
65 კგ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი) – ედემი ბოლქვაძე (სამტრედია)
74 კგ. ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური) – გიორგი სულავა (ქუთაისი)
86 კგ. დავით მარსაგიშვილი (ყაზბეგი) – სანდრო ამინაშვილი (თბილისი)
97 კგ. გივი მაჭარაშვილი (მცხეთა) – ზვიად მეტრეველი (ონი)

ფინალები 10 დეკემბერს 17:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს თასი 2019 თავისუფალი ჭიდაობა - 9 დეკემბერი. ფინალური წყვილები 57 კგ - ოთარ გოგავა (ხონი) - რამაზ თურმანიძე...

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on ორშაბათი, 09 დეკემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები