Thumbnail
  • კარლო ანჩელოტის ჯენარო გატუზო შეცვლის
  • იტალიურ გუნდს უკვე 9 მატჩია არ მოუგია

იტალიურ ნაპოლის, რომელიც აშკარა კრიზისში იმყოფება, დიდი ალბათობით, მილანის ექს-თავკაცი ჯენარო გატუზო ჩაიბარებს.

აპენინური პრესა აღნიშნულის შესახებ აქტიურად წერს და იმასაც დასძენს, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მას უკვე შეხვდა და წინასწარი თანხმობაც მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლის ამჟამად კარლო ანჩელოტი წვრთნის, რომლის ხელშიც გუნდს იტალიის სერია A-ში ზედიზედ 7, ყველა ტურნირზე ერთად აღებული კი, 9 მატჩია არ მოუგია.

ანჩელოტის უკვე ფეხბურთელებიც აღარ ემორჩილებიან და აშკარად მიანიშნებენ, რომ მწვრთნელის თავიდან მოცილება სურთ.

საინტერესოა, რომ ნეაპოლელებს ხვალ ბელგიურ გენკთან საშინაო მატჩი ელით და არწაგების შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზეც გავლენ, თუმცა, ანჩელოტის ბედი ყველა ვარიანტში გადაწყვეტილად მოსჩანს.

კარლო ანჩელოტის ვეღარაფერი იხსნის

ნაპოლის პირველად სიაში გატუზოს გარდა, იუვენტუსის ექს-დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი და ედოარდო რეიაც (ის ნეაპოლელებს 2005-09 უკვე წვრთნიდა) ფიგურირებდნენ, თუმცა, როგორც სჩანს, დე ლაურენტისი ჯენაროსკენ გადაიხარა.

ეს უკანასკნელი მილანიდან გასულ სეზონში დაითხოვეს, მის გადაბირებას კი, ნეაპოლელთა გარდა, ფლორენციის ფიორენტინა და ჩინური გუანჟოუ ევერგრანდიც ცდილობდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები