Thumbnail

სან სიროზე მესის გარეშე – ბარსამ მილანში ახალგაზრდები ჩაიყვანა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კატალონიელებს ჯგუფში პირველი ადგილი განაღდებული აქვთ
  • მილანის ინტერის კონკურენტი დორტმუნდის ბორუსიაა

ესპანური ბარსელონა, რომელსაც ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ინტერთან დასკვნითი მატჩი ელის, მილანში გადახალისებული შემადგენლობით ჩავიდა.

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვათ, რომ სან სიროს მინდორზე ვერ ვიხილავთ ოქროს ბურთის აწ უკვე ექვსგზის მფლობელ ლიონელ მესის, მის გარდა კი, შეხვედრას ჟერარ პიკე, ხორდი ალბა, სერხი რობერტო, უსმან დემბელე, არტურ მელო და ნელსონ სემედო გამოტოვებენ.

ამ ფონზე, გასაკვირი არაა, რომ “ბლაუგრანას” სამწვრთნელო შტაბმა ძირითად გუნდში არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი დააწინაურა, ესპანელთა 20-კაციანი შემადგენლობა კი ასე გამოიყურება.

მეკარეები: ტერ შტეგენი, ნეტო, პენია.

მცველები: ფირპო, ლენგლე, ვაგე, ტოდიბო, უმტიტი, არაუხო, მორერი.

ნახევარმცველები: რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ალენია, დე იონგი, პუჩი, ვიდალი.

ფორვარდები: გრიზმანი, პერესი, სუარესი, ფატი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 5 ტურის თავზე, ბარსელონას 11 ქულა აქვს და F ჯგუფში მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ ინტერსა და დორტმუნდს 4-4 ქულით უსწრებს, ამდენად, პირველი პოზიციიდან გასვლა განაღდებული აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები