Thumbnail
  • The South African: ინგლისი შესაძლოა, საქართველოს ეთამაშოს
  • ბორჯღალოსნების წლის მესამე ტესტი სარაგბო გრანდებთან?

The South African-ის ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის ნოემბერში ინგლისის ნაკრები შესაძლოა, "ბორჯღალოსნებს" ეთამაშოს. "ინგლისის ნაკრებმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 21 ნოემბერს მეორე დონის ნაკრებს ეთამაშება. ეს ნაკრები შესაძლოა იყოს წყნარი ოკეანის კუნძულებიდან ან საქარველო", - წერს აფრიკული წყარო. 

მართლაც, 2020 წლის 21 ნოემბერს უკვე დაგეგმილია მატჩი ლონდონში "თვიქნემზე", თუმცა ოფიციალურად ჯერ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ინგლისის ნაკრების მეტოქე იქნება მე-2 დონის ქვეყნის ეროვნული გუნდი.

შეგახსენებთ, რომ უკვე ცნობილია ორი ტესტი, რომელსაც საქართველოს ნაკრები სარაგბო გრანდებთან გამართავს - 2020 წლის 18 ივლისს "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას ესტუმრებიან, ხოლო 2020 წლის 7 ნოემბერს სენტ ეტიენში საფრანგეთის ნაკრებს ეთამაშებიან.   

საქართველოსა და ინგლისის შერკინების ერთობლივი ვარჯიში

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ინგლისის ნაკრებს აქამდე ორჯერ შეხვდა. 2003 წლის მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრებმა 6:84 წააგო ინგლისთან და ეს ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხია "ბორჯღალოსნებისთვის". 

2011 წლის მსოფლიოს თასზე ინგლისთან "ბორჯღალოსნენმა" უკვე 10:41 წააგეს. იმ შეხვედრაში საუკეთესოდ მამუკა გორგოძე დასახელდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა და ინგლისმა 2019 წლის მსოფლიოს თასამდე რამდენიმე ერთობლივი ვარჯიშიც გამართეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები