Thumbnail

'სეტონ ჰოლი დიდ გასაჭირშია' - რამდენ ხანს გამოტოვებს სანდრო მამუკელაშვილი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სეტონ ჰოლი NCAA-ს ფავორიტებში მოიაზრებოდა, ახლა ძალიან გაუჭირდება
  • ექიმების პირველი დასკვნა სანდრო მამუკელაშვილის ტრავმაზე ცნობილია

სეტონ ჰოლის ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო მამუკელაშვილმა NCAA-ს აიოვა სტეიტთან მატჩში მარჯვენა ხელზე მაჯის ძვალი მოიტეხა და გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა. 

პირველადი მონაცემებით დაზუსტდა დაახლოებით რამდენ ხანს ვერ ითამაშებს ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი - სავარაუდოდ, ის 6-დან 8 კვირამდე პერიოდს გამოტოვებს. ასე რომ, სანდრო საუკეთესო შემთხვევაში, გუნდს თებერვალში დაუბრუნდება. 

The Setonian: "თუ მამუკელაშვილს მართლაც მოუწევს 6-8 კვირის გამოტოვება, ეს სეტონ ჰოლი დიდ გასაჭირში იქნება. მამუკელაშვილი "პირატების" ბომბარდირებში მეორე ადგილზეა და ახლა სეტონ ჰოლს შეტევაში დიდი ძალა დააკლდება. მისი შეცვლა ტაირის სემუელს მოუწევს. ის კარგად გამოიყურებოდა დროის მცირე მონაკვეთებში, რაც სათამაშოდ ეძლეოდა. მასზე ძალიან ბევრია ახლა დამოკიდებული". 

app.com: "სანდრო დაიმტვრა და სეტონ ჰოლის შეტევაც ჩამოიშალა აიოვასთან მატჩში".

კომენტარები

ბოლო ამბები