Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ლიგაში პირველი ტური გაიმართა

  • თსუ 4:2 თბილისი
  • თელასი 4:1 ილიაუნი
  • ბსუ 3:3 მართვე

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის 2019-2020 წლების სეზონმა აიღო სტარტი. პირველ მატჩში ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისი დაუპირისპირდნენ. პირველი ტაიმი ფრედ, 2:2 დამთავრდა, საბოლოოდ კი უნივერსიტეტელებმა მეტოქე 4:2 დაამარცხეს.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თელასის და ლიგაში დებიუტანტი ილიაუნის დაპირისპირება ენერგეტიკოსების გამარჯვებით, 4:1 დასრულდა. უნივერსიტეტელებმა ერთადერთი ბურთის გაქვითვა საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე შეძლეს.

ტურის დასკვნითი მატჩი ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ადგილობრივი მართვეს დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა. ქუთაისელებმა თამაშის განმავლობაში წონასწორობა ორჯერ აღადგინეს. ბოლო წამებზე ბსუ-მ ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა და მატჩი ფრედ დასრულდა.

ფუტსალის ლიგის მეორე ტურის მატჩები  13 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. თბილისი ქუთაისის მართვეს უმასპინძლებს, ილიაუნი თსუ-ს შეხვდება, ხოლო თელასი ბსუ-ს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები